„26 მაისს, საქართველოსთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან დღეს არ შეიძლება ფრიალებდეს რუსული დროშები. ბუნებრივია, უნდა დამდგარიყო პოლიტიკური პასუხისმგებლობა.
ეს იყო შეცდომა, სწორედ ამიტომ მე მივიღე ის გადაწყვეტილება, რაც მივიღე. რაც შეეხება სხვა მონაწილეებს, ვისაც პირდაპირ ან ირიბად შეიძლება ჰქონდეთ გარკვეული პასუხისმგებლობა ამ კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით, მერწმუნეთ, რომ ძირეულად შევისწავლით” – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
აღნიშნული კომენტარი დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მედიის წინაშე გააკეთა.
განა არის სადმე ერი?!
მტვერწაყრილი,
თავდახრილი,
ყოვლად უქმი, უდიერი;
უზღუდონი,
გზამრუდონი,
არგამტანი და ცბიერი;
მტრის არმცნობი,
მოყვრის მგმობი,
გარეთ მხდალი, შინ ძლიერი;
არრის მქონე,
არრის მცოდნე,
უზრუნველი და მშიერი.
ჩვენისთანა ბედნიერი
კიდევ არის სადმე ერი?"
ილია ჭავჭავაზე