რას ვეჭვიანობთ და რას ვიყოფთ, ჯერ არაფერი გვიჭირავს ხელში

რას ვეჭვიანობთ და რას ვიყოფთ, ჯერ არაფერი გვიჭირავს ხელში

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის ორგანიზაცია ყრილობას მართავს. ყრილობაზე ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარე უნდა აირჩიონ.

შეხვედრაზე „Skype”-ის მეშვეობით საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ჩაერთო, რომელმაც განაცხადა:

„ჩემი მთავარი მიზანია უკრაინაში დავბრუნდე, რადგან სამართლიაონობა აღდგეს, რაც მათ გააკეთეს სრულიად მიუღებელია.

პარტიაში კამათი გვექნება, თუმცა არ უნდა ვიკამათოთ პიროვნებებზე. პიროვნებებზე კამათი არის დესტრუქციული. რატომ გაკეთდა განცხადებები ჩემთან შეთანხმების გარეშე? უკაცრავად და თქვენ მითანხმებთ თქვენს განცხადებებს? როდესმე მითქვამს რამე შემითანხმეთ –თქო? ყველამ აკეთეთ განცხადებები, აიღეთ ინიციატივებიც, ოღონდ ნუ გაჩერდებით. ერთადერთი, რაზეც მე გაგაკრიტიკებთ – ნუ გაჩერდებით. მთავარია, წავიდეთ წინ და შევერკინოთ მათ. ამ ბრძოლაში ვიღაცას რაღაც პრობლემა შეექმნება, მაგრამ მერე რა. რას ვეჭვიანობთ და რას ვიყოფთ, ჯერ არაფერი გვიჭირავს ხელში“, – განაცხადა სააკაშვილმა.

სოციალისტი უკრაინას მივმართავ, მიეცით ამ ადამიანს 1 ხუტორი სამართავდ სადმე გალიციაში, მერე იქნება თავი დაგვანებოს!
5 წლის უკან
თამაზი დააჭერინეთ ამ კაცს ხელში რამე
5 წლის უკან
Maverick დააჭერინეთ, თანაც ისეთი სანდრას, ყველა ნაცს და ნაცმიდრეკილს რომ ეყოს...
5 წლის უკან