მომზადების დრო: 15 წუთი
ულუფა: 2
ინგრედიენტები
ყველი - 100 გ
კიბორჩხალის ჩხირები - 200 გ
მოხარშული კვერცხი - 2 ცალი
ნიორი - დანაყილი, 1 კბილი
მაიონეზი - გემოვნებით
მომზადების წესები
კიბორჩხალის ჩხირები სახეხზე გახეხეთ, ცოტა საფანელად გადაინახეთ, ყველი და მოხარშული კვერცხიც გახეხეთ, მომზადებულ ინგრედიენტებს დაუმატეთ 2-3 ს/კ მაიონეზი და ნიორი.
მიღებული მასისგან ხელით ბურთულები გააკეთეთ და საფანელად გადანახულ კიბორჩხალის ჩხირების ნაფხვენში ამოავლეთ.
დააწყვეთ თეფშზე და მორთეთ მწვანილით. დაიმახსოვრეთ, გემოს - ხარისხი განსაზღვრავს!