მიუხედავად იმისა, რომ არჩი უინძორი ჯერ მხოლოდ რამდენიმე კვირის არის, როგორც ჩანს, მშობლებს უკვე აქვთ მასთან დაკავშირებული სამომავლო გეგმები. როგორც ცნობილი ტაბლოიდები იუწყებიან, სულ მალე მეგან მარკლი ახალშობილ შვილთან ერთად ქვეყანას დატოვებს
ბავშვი, რა თქმა უნდა, დიდ ბრიტანეთში გაიზრდება და მოუწევს იმ ყველა წეს-კანონთან ზიარება, რომლებიც სამეფო ოჯახს აქვს, თუმცა მეგანი თვლის რომ ტახტის მეშვიდე მემკვიდრისთვის ეს საკმარისი არ იქნება.
ყოფილმა მსახიობმა გადაწყვიტა, რომ სულ მალე შვილთან ერთად ამერიკის შეერთებულ შტატებს ესტუმროს და ამისთვის საგულისხმო მიზეზიც აქვს.
"მეგანისთვის მნიშვნელოვანია, რომ არჩი ოჯახის ორივე მხარის ისტორიას გაეცნოს, ამიტომაც სასექსის ჰერცოგინია ლოს-ანჯელესში მოგზაურობას გეგმავს როგორც კი ბავშვის თვითმფრინავში აყვანა სარისკო აღარ იქნება" - აღნიშნა ოჯახთან დაახლოებულმა წყარომ.
გამომდინარე იქიდან, რომ მეგანი სამეფო ოჯახში პირველი ამერიკელია, მსგავს ინცინდენტს ადგილი აქამდე არასდროს ჰქონია, თუმცა რაიმე კონკრეტული აკრძალვა არ არსებობს და რაც უნდა გასაკვირი იყოს საზოგადოებას მოუწევს პრინციპული ჰერცოგინიის მიერ შერჩეულ აღზრდის გზის მეთოდებს შეეჩვიოს.