თითები გადააჯვარედინეთ, ჯორჯ რ.რ. მარტინის საგის, ყინულისა და ცეცხლის სიმღერის მეექვსე წიგნი, ზამთრის ქარი, შესაძლოა მომავალი წლის ამ დროისთვის უკვე სახლში გვქონდეს.
როგორც სამეფო კარის თამაშების ავტორი ამბობს, თუ წიგნი 2020 წლის ზაფხულამდე მზად არ იქნება, ახალ ზელანდიელ სამართალდამცავებს ჩაბარდება.
რატომ ახალი ზელანდია? ქვეყნის ავიაციის თანამშრომლებმა მარტინისთვის ვიდეო-მიმართვა ჩაწერეს, ახალ ზელანდიაში მიიწვიეს და აღნიშნეს, კუნძულზე ყოფნისას მას წიგნის დასამთავრებლად მუზა ეწვეოდა.
საპასუხოდ, ავტორმა ბლოგზე დაწერა, რომ 2020 წლის ზაფხულს ახალ ზელანდიაში გაატარებდა, თუმცა, მათი მიწვევის გამო არა. მარტინი მსოფლიო სამეცნიერო ფანტასტიკის საერთაშორისო კონვენციას (Worldcon) ესწრება, რომელიც 29 ივლისიდან 2 აგვისტომდე გაგრძელდება.
სწორედ ვორლდკონის ფარგლებში იმართება Hugo Awards, რომელსაც სწორედ მარტინი წაიყვანს.
"საკმარისი ფული მაქვს იმისთვის, რომ ახალ ზელანდიაში ჩემით ჩავიდე. თუ გსურთ, შეგიძლიათ ჩემს ნაცვლად თქვენს ფანებს შესთავაზოთ უელინგტონში ჩაფრენა, დარწმუნებული ვარ ისინი მაშინვე დაგთანხმდებიან და ისევე შეუყვარდებათ ახალი ზელანდია, როგორც — მე", — დაწერა მარტინმა თავის უარყოფილ ბლოგზე.
შემოთავაზება კი საკუთარი თავისთვის დედლაინის დასაწესებლად გამოიყენა:
"როცა ვორლდკონისთვის ახალ ზელანდიას ვეწვევი, თუ The Winds Of Winter ხელში არ გექნებათ, თქვენ ხელთ გექნებათ ჩემი წერილობითი თანხმობა დამაპატიმროთ და უაიტ-აილენდში ქოხში დამტოვოთ, სადაც ყოველდღე ვუყურებ გოგირდის ტბებს მანამ, სანამ წიგნს არ დავასრულებ".
საგიდან ბოლო წიგნი მარტინმა 8 წლის წინ გამოუშვა, სახელად დრაკონებთან ცეკვა. ის ამბობს, რომ 3 000 ხელნაწერი გვერდი უკვე მზადაა.