ინგრედიენტები
მაწონი - 500 გრ
წყალი - 500 მლ
ბრინჯი - 3 სკ
ხახვი - 1 თავი
ნიორი - 3-4 კბილი
მარილი - გემოვნებით
ქინძი და კამა - თითო კონა
კვერცხი
მომზადების წესები
მოხარშეთ 3 სკ ბრინჯი.
ზეთში მოშუშეთ ხახვი და ნიორი.
500 გრ მაწონს შეურიეთ 500 მლ წყალი, ჩაახალეთ 1 კვერცხი, კარგად მოურიეთ და მიიყვანეთ ადუღებამდე ისე რომ არ შეწყვიტოთ მორევა. დუღილს რომ დაიწყებს ჩააყარეთ მოშუშული ხახვი და ნიორი, მოხარშული ბრინჯი, წვრილად დაჭრილი მწვანილები, მარილი, ჩაახალეთ კვერცხი მთელ-მთელად, დააფარეთ თავზე და კვერცხი რომ მოიხარშება გადმოდგით.