რუსეთის ქმედებების გამო ნატო საკუთარ სამხედრო სტრატეგიას ცვლის

რუსეთის ქმედებების გამო ნატო საკუთარ სამხედრო სტრატეგიას ცვლის

ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი აცხადებს, რომ რუსეთის ქმედებების გამო ნატო საკუთარ სამხედრო სტრატეგიას ცვლის. ამის შესახებ Die Welt-ი წერს.

სტოლტენბერგის თქმით, 2014 წლის შემდეგ ევროპის ზოგიერთ და აღმოსავლეთ რეგიონებში ახალი გარემო შეიქმნა, რის შემდეგაც რუსეთის მხრიდან მზარდ ბირთვულ საფრთხეზე რეაგირება გახდა საჭირო.

„ჩრდილო ატლანტიკურმა ალიანსმა მომავალშიც უნდა განაგრძოს თავდაცვისუნარიანობის დემონსტრირება და რეგიონში სტაბილური ვითარება შეინარჩუნოს. ამისთვის კი საჭიროა, ახალი სამხედრო კონცეფციის შემუშავება“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

გამოცემასთან ინტერვიუსას ნატოს გენერალურმა მდივანმა განმარტა, რომ დონალდ ტრამპის ინიციატივა ალიანსის თავდაცვის სფეროს ხარჯების გაზრდის შესახებ რეგიონის უსაფრთხოებისთვის არის აუცილებელი.