ასაკის მატებასთან ერთად, ფსიქოლოგიური და ფიზიკური მდგომარეობის კუთხით, თანდათან პრობლემები იჩენს თავს და ხანში შესული ადამიანების საკმაოდ დიდ ნაწილს ალცჰეიმერი სტანჯავს. მეცნიერები მუშაობენ იმისთვის, რომ დაავადების მკურნალობის ეფექტური მეთოდები შექმნან.
ახალი კვლევის თანახმად, ფიზიკურ აქტივობას უნიკალური ძალა აქვს, ხანში შესულ ადამიანების მოუწესრიგოს როგორც მენტალური, ასევე ფიზიკური პრობლემები და დიახ, ადრეულ სტადიაში ის ალცჰეიმერსაც კურნავს და ეს ყველაზე ეფექტური მეთოდია.
კვლევის ავტორი კეტრინ რეჰფელდი ამბობს, რომ კვლევის ფარგლებში განიხილავდნენ ჩეულებრივი ვარჯიშისა და ცეკვის ეფექტს და აღმოჩნდა, რომ გონებრივი სიჯანსაღის შესანარჩუნებლად განსაკუთრებით სასარგებლო ცეკვაა.
კვლევაში ჩართული ადამიანების საშუალო ასაკი 68 წელი იყო. ისინი ორ ჯგუფად დაყვეს, რომელთაგან ერთი ჯგუფის წარმომადგენლები 18 კვირის განმავლობაში დაკავებულნი იყვნენ ცეკვის გაკვეთილებით, მეორე ნაწილის კი, ვარჯიშით.
აღმოჩნდა, რომ მეხსიერებაზე, დამახსოვრების ხარისხზე განსაკუთრებით კარგი გავლენა ცეკვას აქვს. უფრო მეტიც, ადამიანებს, რომლებიც მეხსიერების თვალსაზრისით პრობლემები ჰქონდათ, ეს პრობლემები მოუგვარდათ.
ცეკვას აქვს პოზიტიური გავლენა ადამიანის განწყობაზე, ის გვეხმარება სტრესისა და დეპრესიის დაძლევაში და ამასთანავე, გვეხმარება ფიზიკური სიჯანსაღის შენარჩუნებაში.
ცეკვის დროს ფიზიკურ აქტივობასთან ერთად მუსიკასაც ვუსმენთ, რასაც განსაკუთრებით დადებითი გავლენის მოხდენა შეუძლია. ეს ტვინის სტიმულირებას უწყობს ხელს და მეხსიერების, აზროვნების ხარისხის გაუმჯობესებას განაპირობებს.