ჰარვი ვაინშტეინმა მის მიერ შევიწროებულ ქალებს 44 მილიონი დოლარი გადაუხადა

ჰარვი ვაინშტეინმა მის მიერ შევიწროებულ ქალებს 44 მილიონი დოლარი გადაუხადა

ამერიკული მედიის ცნობით, ჰარვი ვაინშტეინმა და მისი ყოფილი კომპანიის დირექტორთა საბჭომ ქალებთან შეთანხმებას მიაღწიეს, რომლებიც ვაინშტეინს სექსუალურ შევიწროებაში უყენებდნენ ბრალს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.


არსებული ინფორმაციით, კომპენსაციების ჯამი დაახლოებით 44 მილიონი დოლარია.


ვაინშტეინს სექსუალურ შევიწროებასა და ძალადობაში ბრალი 75-მა ქალმა წაუყენა. ვაინშტეინი არც ერთ ბრალდებას არ აღიარებს.


2018 წლის 25 მაისს ვაინშტეინი პოლიციას ჩაბარდა, თუმცა მილიონი დოლარის სანაცვლოდ, გირაოთი გათავისუფლდა.