„საზღვარგარეთ არალეგალურად წასვლაც და ლეგალურად დასაქმებაც ქართველი ხალხის ფიზიკურ წყვეტას ემსახურება“

„საზღვარგარეთ არალეგალურად წასვლაც და ლეგალურად დასაქმებაც ქართველი ხალხის ფიზიკურ წყვეტას ემსახურება“

ბოლო წლებში აქტუალური გახდა საქართველოს მოქალაქეების ლეგალური დასაქმება დასავლეთში. უცხოეთში სამსახურის მაძიებლებს ლეგალურ დასაქმებას სთავაზობენ გერმანიაში, პოლონეთში, საფრანგეთში...

დღეს მსოფლიოში 105 მილიონ ადამიანზე მეტი მუშაობს საზღვარგარეთ. საქართველო პირველ ნაბიჯებს დგამს ცირკულარული (შრომითი) მიგრაციის მიმართულებით. ცირკულარული მიგრაციის მიზანია, შეარჩიოს ის კადრები, რომლებიც დეფიციტურია უცხოეთის ქვეყნებში.

სხვათა შორის, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით საქართველოს ცირკულარული მიგრაციის ვალდებულება აქვს აღებული, რაც ჩვენი მოქალაქეების ლეგალურად დასაქმებას ითვალისწინებს. არის ცალკეული პროფესიები, რომლებზეც მიმღებ ქვეყანაში მოთხოვნა მაღალია. შესაბამისად, საქართველოდან ლეგალურად მიემგზავრებიან ელექტროშემდუღებლები, სოფლის მეურნეობის სფეროში დასაქმებული ადამიანები, სამშენებლო პროფესიის წარმომადგენლები. ყოფილა შემთხვევა, როცა გერმანიამ მსგავსი პროექტით ექთნების ჯგუფი წაიყვანა და ენის კურსიც დაუფინანსა, ხშირია მოთხოვნა სასტუმრო ბიზნესში მოღვაწე ადამიანებზე, ასევე, ბარმენის პოზიციაზე.

რას მოგვიტანს უცხოეთში ლეგალური დასაქმება და გაზრდის თუ არა საქართველოდან წასულ მიგრანტთა რაოდენობას? ამის შესახებ For.ge-ს ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, დემოგრაფი ანზორ თოთაძე ესაუბრა.

ყველანი ვთანხმდებით, რომ უცხოეთში არალეგალურად დასაქმებას ბევრად სჯობს ლეგალური დასაქმება. ამას ემატება ისიც, რომ ჩვენი დიპლომი გაუტოლდება ევროკავშირისას და ამითაც საზღვარგარეთ დასაქმების შანსები მოიმატებს. თუმცა სამომავლო პერსპექტივაში ეს ხომ არ იქნება ტვინების გადინების მორიგი მექანიზმი?

- ორი აზრი არ არსებობს, ეს ტვინების გადინებაა. მხოლოდ მიმდინარე წლის მარტის თვეში 25 ათასმა ქართველმა დატოვა საქართველო და უცხოეთში გაემგზავრა. 25 ათასი რომ წავა, წელიწადში ეს 300 ათასი ადამიანია. არ შეიძლება, მცირერიცხოვანი საქართველოდან 300 ათასმა კაცმა აქეთ-იქით იაროს ევროპაში. ძირითადად უმეტესობა იმიტომ მიდის, რომ დარჩეს უცხოეთში და ფეხი მოიკიდოს. ამ 25 ათასიდან მიმღებ ქვეყანაში 5 ათასიც რომ დარჩეს, ეს უკვე კატასტროფაა და ერთ წელიწადში 60 ათასი გამოდის. მეტიც აღარ ვართ ქართველები და აღარ დავრჩებით. ეს ხალხი უკან არავითარ შემთხვევაში არ დაბრუნდება. ამ ლეგალიზებით ცდილობენ, საქართველოდან მოსახლეობის გადინებას უფრო ორგანიზებული ფორმა მისცენ.

ლეგალურად დასაქმებამ ემიგრანტები გაახარა. მათ სხვა არჩევანი არ აქვთ და უცხოეთიდან გამოყრას, სამსახურებიდან დათხოვნას ისევ ლეგალური დასაქმება ურჩევნიათ.

- კი ბატონო, ეს მათთვის კარგია, მაგრამ ორივე შემთხვევა, არალეგალურად წასვლაც და ლეგალურად დასაქმებაც ქართველი ხალხის ფიზიკურ წყვეტას ემსახურება. აღარ დარჩა არავინ საქართველოში, მოხუცებს გარდა. ახალგაზრდობა გარბის. საშუალება რომ მისცენ, ნახევარი საქართველოს მოსახლეობა კიდევ გაედინება სულ რაღაც ერთ წელიწადში. სხვა ამბავია, რატომ მიდიან ჩვენი ქვეყნიდან, აქ მარტო ეკონომიკური მდგომარეობა არ არის. ამას წინათ გამოკვლევა ჩავატარე და ზესტაფონის რაიონში სოფელ ცხრაწყაროში მცხოვრებმა გოდერძი ჟღენტმა, იცით, რა მითხრა? რაც შემიძლია, ვშრომობ, ორი შვილი მყავს, მეტი არ მეყოლა, თორემ კიდევ ვიყოლიებდი ორზე მეტსო, ახლა ბარი და თოხი ყველას გვაქვს, მიწა რაც გვქონდა, იმაზე მეტი გვაქვს, გერმანიასთან ომის დროს კი ბარისა და თოხის მეტი არ გვქონია და მიწაც მცირე გვქონდა, მაგრამ შიმშილით არავინ მომკვდარაო. ეს ნიშნავს, რომ ახლა უკეთესი პირობებია, მაგრამ უამრავი ფაქტორია, რის გამოც ხალხი გარბის. მათ შორის, ტელევიზიებმა ძალიან ცუდად იმოქმედა ჩვენს მოსახლეობაზე, ჩვენი ტელევიზიები ოჯახური სალონებივითაა, ერთსა და იმავე ხალხს იწვევენ. მაგალითად, გამოდის ნუკი კოშკელიშვილი, რომელიც პერიოდულად ჩამოვა საქართველოში და ხან ერთი სათვალე უკეთია, ხან მეორე. ამ ადამიანებს არ გამოსდით ნორმალური საუბარი, მსჯელობენ ისეთ თემებზე, რაც დაცლილია ყოველგვარი შინაარსისგან, არ აინტერესებთ, ხვალინდელი დღე, არც ის ადარდებთ, როგორი ახალგაზრდობა გვეყოლება. კი ბატონო, არ არის ჩვენი საქმე, ადამიანი როგორ ჩაიცვამს, მაგრამ განა საზოგადოების საქმე არ უნდა იყოს, ტელეწამყვანი როგორ ჩაიცვამს? რა არის ამდენი ტატუირებული გოგონები? ისეთი პროგრამები აქვს ტელევიზიას, „ნიჭიერი“ და სხვა, რომ ახალგაზრდები მიწაზე აღარ ფიქრობენ და გართობა უნდათ.

ერთი ჩემი ახლობლის შვილი იტალიაშია, დედამისს ეუბნება, გენდერულმა საკითხებმა ისე გააფუჭა იტალიელი მამაკაცები, ვეღარ ვცნობ, სულ სხვა წარმოდგენა მქონდა და აღმოჩნდა, ქალური თვისებები აქვთო. გოეთეს უთქვამს, მარადქალური გვიზიდავს ჩვენო, მაგრამ მარადქალური სხვა გაგებითაა ნათქვამი და არა იმ გაგებით, კაცმა კაცური საქმის ნაცვლად ქალური საქმეები აკეთოს.

დავუბრუნდეთ ისევ მიგრაციას. ხშირად გვესმის, რომ სოფლებში ისეთი სიღარიბეა, ხალხს გამოსაკვები ფული არ აქვს. მოხუცებზე ვერაფერს ვიტყვით, მაგრამ დღევანდელ სოფელში შეიძლება ძალღონით სავსე ახალგაზრდა შიმშილით დაიღუპოს?

- როგორ გეკადრებათ, მიწა ხომ ყველას აქვს? მით უმეტეს, უფრო მეტი რაოდენობით აქვთ მიწა, ვიდრე გერმანიასთან ომის დროს. ვინც სოფლად მუშაობს, შესანიშნავად ცხოვრობს. სხვა თუ არაფერი, სამი ძროხა რომ გყავდეს, სოფლად უკვე კარგ მაცხოვრებლად ითვლები, წარმოიდგინეთ, ტაციაობაა თბილისში ყველზე. კახეთში ნაყოფიერი, მადლიანი მიწაა, მოდის ატამი, ვაშლი, მსხალი, ყურძენი, საზამთრო, ნესვი, ღორი ჰყავთ და საქონელი. რაც მოჰყავთ, მოაქვთ თბილისში, რომელიც ორი ფეხის ნაბიჯზეა. თბილისში მილიონ 200 ათასი მაცხოვრებელია და თავისუფლად შეისრუტავს ამ პროდუქციას. იმერეთი კიდევ უფრო ცოდოა.

მწირმიწიანობას გულისხმობთ?

- არა მარტო. იმერეთში უფრო ცუდი მდგომარეობაა, ქუთაისს თავი გასჭირვებია. კომუნისტების ბოლო პერიოდში, 1989 წელს 232 ათასი ადამიანი ცხოვრობდა, ახლა ეს რიცხვი ჩამოვიდა 147 ათასამდე. კიდევაც რომ საკმარისად ჰქონდეთ ყველი, იქ ეს პროდუქტი ყველას აქვს და ვერ გაყიდიან, ამიტომ დასავლეთში მოსახლეობას უფრო უჭირს. ახლა 10 კილო ბალისა და ორი კონა მწვანილის გასაყიდად ჩხოროწყუდან კაცი ვერ ჩამოვა თბილისში.

სულ ახლახანს კახეთში ვენახები დაისეტყვა, ახალგაზრდა ბიჭი გამოვიდა და დაიჩივლა, დედის პენსიაზე ვარ და რა მეშველებაო. ვენახის გარდა კახეთში სხვა ალტერნატივა არ არის?

- მაგაშია საქმე, მუშაობა არ უნდათ. 80 წლის ვხდები და ღამის 3-4 საათმდე ვმუშაობ, თუ არ იმუშავე, თავისით არაფერი მოდის. მეცხოველეობა რთულია, ეს ისეთი დარგია, რომ ყოველდღე სჭირდება საქონელს მოვლა, მოწველა. სადმე რომ მიდიხარ, საქონელი მეზობელს უნდა დაუტოვო, მაგრამ სხვაგვარად არ არის ეს ცხოვრება აწყობილი.

შესაძლოა, უცხოეთში იმიტომაც გარბიან, რომ იოლი შრომა უნდათ, მაგრამ არც საზღვარგარეთაა მარტივი ცხოვრება, იქაც უვლიან მოხუცებს და ათასგვარ სათაკილო საქმეს ასრულებენ, რასაც საქართველოში არ იკადრებდნენ.

- უცხოეთში მიდიან, რადგან არასწორი წარმოდგენა აქვთ, თითქოს უცხოეთი ედემის ბაღია. ჩავლენ და რეალობის წინაშე აღმოჩნდებიან, მერე თავში ირტყამენ ხელს, მაგრამ გვიან არის, ვეღარ მოდიან უკან, ზოგი თხოვდება, ოჯახს ქმნის.

რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ, რომ არც ლეგალურად წავიდეს მოსახლეობა და არც არალეგალურად?

- ჩვენი ხალხის მენტალობა უკვე ძალიან შეიცვალა, განსაკუთრებით, უფროსი თაობაა ცოდო, რადგან მათ კიდევ აქვთ შენარჩუნებული მარადიული ღირებულებები. ამ დროს უცებ „გაუფარჩაკეს“ ეს ღირებულებები. ყველაფრის უცბად შეცვლა ძალიან მძიმედ გადასატანია უფროსი თაობისთვის. ასე, ვეტერანებს დასცინოდნენ, არადა, ეს ხალხი დასაფასებელია, მამაჩემი ქერჩში იბრძოდა, გადარჩა და, რომ ჩამოვიდა, გვითხრა, ოთხი წელი საწოლზე არ მიძინიაო. ომის დროინდელ მამაჩემის წერილებს ისევ ვინახავ. ახლა უფროს-უმცროსობა მოშლილია, უფროს თაობას პატივს აღარ სცემენ. გაიხსენეთ ქართული ლექსი „აი მთაზედა თოვლიანზედა, ია დავთესე, ვარდი მოსულა... სტყორცნა სასიძომ, მოკლა ირემი, სტყორცნა სიმამრმა, მოკლა სასიძო“. იცით, რატომ მოკლა სასიძო? რადგან სასიძომ დაასწრო და ირემს პირველმა ესროლა. ამით დაარღვია უფროს-უმცროსობის წესი, რადგან სიმამრისთვის უნდა დაეცადა. „ვეფხისტყაოსანშიც“ ასევეა, ავთანდილი და როსტევანი რომ მიდიან სანადიროდ, ჯერ დააცალა ავთანდილმა, მოკლა როსტევანმა ნადირი, ამის შემდეგ ავთანდილმა უფრო მეტი პირუტყვი მოკლა, ანუ ჯერ უფროსს დააცალა.

ფაქტობრივად, საქართველო დასავლეთ საქართველოს მიერაა გადარჩენილი. მე-19 საუკუნის ბოლოს 400 ათასი ქართველი ცხოვრობდა აღმოსავლეთ საქართველოში, ხოლო დასავლეთში ცხოვრობდა 822 ათასი, ანუ 400 ათასით მეტი ქართველი. იცით, რა მდგომარეობა იყო მე-19 საუკუნის ბოლოს საქართველოში? ფაქტობრივად, დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველო ერთმანეთს არ იცნობდა, იქაც ქართველები ცხოვრობენო, ასეთ დონეზე იყო საქმე. მე-19 საუკუნის ბოლოს ჩატარდა რუსეთის მოსახლეობის აღწერა და თბილისის გუბერნიაში სულ რამდენიმე იმერელი, მეგრელი და სვანი ცხოვრობდა. ხალხი გაწყვეტილი იყო. ექიმ კოწია ერისთავის ძმა, სერგია ერისთავი დიდი იუმორისტი იყო, ერთხელ სერგია თბილისში ჯავახიშვილის ოჯახში დაპატიჟეს, დიასახლისი გაბრაზებული იყო, რა არის, თბილისი აივსო იმერლებითო, სერგიამ კი „დაამშვიდა“, თქვენ რომ ნახოთ, „ტუნელში“ რამხელა რიგია, გული გაგისკდებათო. ახლა კი თბილისიც არ უნდათ, ყველა გარბის საზღვარგარეთ.

 

Serapina რა ქნას ბატონო ამ ხალხმა, მარტო მიწაზე მუშაობა უშველის?
დიახ,ძალიან კარგია როდესაც ლეგალური გზებით, ჯერ კვალიფიკაციის მისაღებად და მერე, სამუშაოდ მიდიან ახალგაზრდები. ამით, მათი მომავლის საქმე,ორი მიმართულებით კეთდება... ისინი ყალიბდებიან ნორმალურ მშობლებად(რომლებიც შვილებზე ზრუნავენ) და კეთილსინდისიერ შვილებად(რომლებიც ასაკოვან მშობლებს სიბერეს უფინანსებენ)... აბა, მოხუცების პენსიას შეხედეთ, რაში ჰყოფნის?
შვილებზე და მშობლებზე ერთდროულად ზრუნვა, მიწაზე მუშაობით არ გამოვა ბატონებო... და ამას რომ თავი დავანებოთ, ოჯახში სერიოზული ავადმყოფობის შემთხვევაში, ოჯახი პრაქტიკულად უსაშველო დღეში ვარდება.
ახლა მთავარი... კარგით,ხელისუფლება, გარდა სახელმწიფო მოხელეებისა,პირდაპირ არ ასაქმებს არავის...
სამაგიეროდ, კანონებს ქმნის ბიზნეს-გარემოსათვის(როგორც ადგილობრივი,ისე უცხოელი ბიზნესმენისათვის), რითაც ხალხი დასაქმდება, ბეგარას გადაიხდის და ქვეყანა, ფუნქციონირებას შეძლებს(შეხედეთ, ჭიათურაში მშრომელი ხალხი რომ შიმშილობს, რას ითხოვს)...
სამაგიეროდ, ჩავიდნენ ამ საარჩევნოდ ხელისუფლების წარმომადგენლები და ოქროს მთებს დაჰპირდნენ.
არის სიუჟეტი, კალაძე რომ რიხიანად ესაუბრება გაღატაკებულ ხალხს... სამაგიეროდ, თვითონ და მსგავს პოზიციებს მყოფებს, კლანური გარიგებებით, მილიონები ერიცხებათ ანგარიშებზე...
ასე რომ, ნუ მოსთხოვთ მშიერ გლეხ კაცს პატრიოტობას!!!
წისქვილებია დასანგრევითქო ვამბობ და თუ ვინმეს გჯერათ, კარგია... თუ არა, კიდევ დიდხანს გეყოლებათ, უცხოეთში დიპლომაღებული ცალტვინები ხელისუფლებაში... ხოლო ხალხი, სულ გაწბილებული და გაღატაკებული იქნება... და წავა თავის საშველად აბა რა ქნას?!
ხელისუფლების ფუნქცია რა არის,ეს მინისტრებზე უკეთ,გლეხმა იცის… ჰოდა, ნუ მოსთხოვთ პასუხს მსხვერპლს. პასუხი, დამნაშავეს უნდა მოეთხოვოს!
4 წლის უკან
Serapina მოკლედ, სანამ კლანური ეკონომიკა გვაქვს ქვეყანაში და ხელისუფლებაში თავის შერგვა, გამდიდრების საუკეთესო წყაროა, ქართველი ხალხი გაქცევის გზას დაადგება...
ხოლო, მათ სანაცვლად ჩამოსული ათასი ჯურის ხალხი, ბოლოს, საქართველოს ხელისუფლების წინაშე მარტო დარჩება და...
მოუყვებიან მერე, დღევანდელი პოლიტიკოსებად წოდებულები თავინთ შვილებს, როგორ "ააშენეს დამოუკიდებელი საქართველო".
4 წლის უკან
tngh ნუ დემაგოგობ ქ-ნო. ხარ უცხოეთსი და იყავი შენთვის. სხვებს ნუ უწევ აგიტაციას სამშობლოდან გადახვეწაზე...
4 წლის უკან
ლაზი ბატონი ანზორი, ალბათ მეორე ადამიანია პატრიარქის შემდეგ, ვინც დღენიადაგ ქართველთა ბედზე ფიქრობს და იკვლევს. ის ქართული დემოგრაფიული სკოლის ფუძემდებლის, პაატა გუგუშვილის აღზრდილია. ასეთი ხალხი წავა და აზრის შემწუხებელიც აღარავინ იქნება. სამყარო თანდათან გაერთფეროვნდება ანუ გაერთეროვნდება, მერე რა იქნება .....
მანამდე კი, წინა კომენტარიდან - "კიდევ დიდხანს გეყოლებათ, უცხოეთში დიპლომაღებული ცალტვინები ხელისუფლებაში... ხოლო ხალხი, სულ გაწბილებული და გაღატაკებული იქნება... და წავა თავის საშველად აბა რა ქნას?!".
საინტერესო დასკვნაა. ისინი მიდიან, იღებენ იქ ჯადოსნურ დიპლომებს. ჩამოდიან, იკავებენ თანამდებობეს. აქაური პრობლემების არაფერი ესმით და არც უნდათ (ან რაში სჭირდებათ) რომ გაიგონ. შედეგად იქმნება გარემო საიდანაც ხალხი გარბის. აგორებული ქვის ამბავი კი ველას კარგად მოეხსენება. მოწყდება ქართველი ფესვებს, მიეჩვევა "თანამედროვე" ცხოვრებას. იბორიალებს ხალხი აქეთ-იქეთ და ასე გალევს ორი დღის წუთისოფელს ...
4 წლის უკან
Serapina არგუმენეტები რომ გამოელევა, ზოგ ფარჩაკს და პირადულზე გადადის,ის შემთხვევაა და არ დავტოვებ უპასუხოდ.
კი მაგრამ, თუ საკითხზე გინდა წერა ადამიანს წერე, დაგიშალათ ვინმემ?!
თუ არად, შეეშვით იმის მტკიცებას,რომ ქაქი, რომელშიც ზიხართ,არ ყარს!




პატივცემულო tngh , თქვენთვის არც აქამდე მიკითხავს რამე და არც, აწი ვაპირებ... ისე,ცნობისათვის, არამკიტხე მოამბეზე კარგი ანდაზა გვაქვს, ქართულ ენაში...
რა არის დემაგოგია, ის რომ ხალხი გაუსაძლის მდგომრეობაშია და საშველს ეძებს?!
ან სად ვთქვი,რომ მათი გაქცევა ზოგადად კარგია?!
მე ვთქვი, კვალიფიკაციის მისაღებად და მერე სამუშაოდ… აბა,ქართული კვალიფიკაცია,რა თავში იხალონ?!
დიპლომების სამჭედლო რომ გვაქვს და ყველაზე სარფიანი ბიზნესი, დიპლომებით ვაჭრობაა საქართველოში,ეს თქვენ არ გსმენიათ ხომ?
აბა, უმეტესობა, საქართველოდან წამოსული ხალხის ბედი, სართოდ არ გადარდებთ... თქვენს "საქართველოში, კარგი ამბები" ხდება,ოღონდ იქ, ძალიან ცოტა ცხოვრობს... და თქვენ რომ არ იყოთ ამ საიტზე დემაგოგიის მედროშე, აბა სხვა წესიერ კაცს,ისეთი არგუმენტები არ მოაფიქრდება,თქვენ რომ აფრქვევთ... (ნუ,ერთი ზაზაპეტროს გარდა, გერმანიაში ჩამოსული ქართველებმა რომ "თვალები "დათხარეს... მეტმა,არაფერმა შეაწუხა ეს პატრიოტიც ევროპაში…)
საქართველოში,დიპლომით ხელში უმუშევრად ჯდომას, დიახ, გლეხის შვილების გაქცევა ჯობია...
აბა, ბატონების შვილები 20 წელია სტიპენდიებით დასეირნობენ ევროპაში და ჩამოაქვთ დიპლომები(იხილეთ სოფო კილაძეს და სხვები…)

ადამიანურად, ქართველი გლეხი ბოლოს, პირსისხლიანი საბჭოთა კავშირის დროს ცხოვრობდა,რაოდენ კურიოზულიც არ უნდა იყოს* (იგულისხმება, რომ მის შვილს,გამიზნულად არავინ ჩაგრავდა!)
...მას შემდეგ, შევარდნაძის ხელისუფლებიდან დღემდე, ბატონ-ყმობაში ვცხოვრობთ და ქართველი გლეხის საქმე ისეა , ქათამმა რომ თქვა: 2ცხვარი დაკლეს,მე დამაკლეს... ძროხა დაკლეს, მე დამაკლესო"....
პ.ს. იქნებ დაფიქრებულიყავით, რა მჭირს სადემაგოგო... მდინარაძეში ხომ არ გეშლებით,ან სხვებში.
პასუხს კი არ იმსახურებთ, უბრალოდ მინდოდა გცოდნოდათ თქვენ და თქვენნაირებს... რომ მაინც ვერ გამოგვაშტერეთ!
ჩვენ, ბევრი ვისწავლეთ და არც,ღამურებად გადავიქეცით... ბევრს ვიცნობ ასეთს...
და ხვალვე რომ ვინმეს ,მართლა ქვეყნის აშენება უნდოდეს, ჩვენ ეს შეგვიძლია...
თქვენ კი, ერთი კმაყოფილი მონა ხართ, სამშობლო რომ სადღაც ჰკიდია!
4 წლის უკან
სოციალისტი რა ისწავლე სერაფინა ამისთანა, გვითხარი, გაგვაგებინე, არ დაგვიმალო თავმდაბლობის გამო?! ))) როგორ არიან მაქ ყეყეჩი გერმანელები, ჭურჭელს კვლავ ცივი წყალით რეცხავენ?! რას შვებიან ემიგრანტები, ბოლო კვირაში რამდენი ფრაუ გააუპატიურეს?!
4 წლის უკან
თბილისელი სერაფიონა გოგო ნეტავი შენ რა იცი საბჭოთა კავშირის დროს გლეხი როგორ ცხოვრობდა, სუსურუკუს კუდს მოუსწარი, დაღმართში რო იყო დაქანებული უკვე და პაპა შენი ვალიკოსაგან გაგონილს არაკუნებ და არაკუნებ, შე მართლა დარაკუნებულო შენა.
ჩახტი აკოპში!










ჩახტი აკოპში!
4 წლის უკან
თბილისელი სერაპიონა
"...და ხვალვე რომ ვინმეს ,მართლა ქვეყნის აშენება უნდოდეს, ჩვენ ეს შეგვიძლია... "
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

ქვეყნის აშენებაში რომელ ქვეყანას გულისხმობ ფიონა გოგოვ?
მანდ რო ხარ ნემცებში,თუ " ბუნდოვნად რო გახსოვს " ის ქვეყანას?
ნემენცებმა ააშენეს უკვე თავისი ქვეყანა და შენ ასე " ჯაან რო გტკივა ბედკრული საქართველო" საიდან უნდა ააშენო?
საიდან შეგიძლია? ბერლინის,თუ მაგდებურგის,(თუ სადაც ხარ " ჩიორტ ტებია ზნაეტ") აწყობილი ცხოვრებიდან?
ეს შენი მჩქეფარე ენერგია რო არ გასვენებს შენს ქვეყანას მოახმარე, რო ზიხარ ცენტრალნი ევროპაში.
" კაია ხო გოროდი?" და ადვილია მაქედან კაკუნი?
პაწივცემულო ფროილაინ სერაფიონა ვოზდუხი ხარ, ვო-ზდუ-ხი და ჩახტი აკოპში!
მარტო ვოზდუხი რო ხარ, არავინ გეუბნება შენს გარშემო, თუ მაგის მთქმელიც არ გყავს ვინმე?

თქვენ კი, ერთი კმაყოფილი მონა ხართ, სამშობლო რომ სადღაც ჰკიდია!
4 წლის უკან
თბილისელი ბ-ნო ლაზი.
ფროილან სერაფიონა პატალაა ჯერ, თან ბაღის ბავშვებთან მუშაობს, ბევრით კი არ განსხვავდება მათგან და ვერ ხვდება რა თქვას და რა დაწეროს.
არაკუნებს და არაკუნებს.
აბა სხვა რა უნდა დაარქვა მის ნაწერს.
ქალი გადახვეწილია ევროპაში,თითქმის იქ გაიზარდა, " ბუნდოვნად ახსოვს საქართველო" და იქიდან გადმომდგარი ყვირის ----- "დავეწიოთ და გავუსწროთ ამერიკას."
ამოფარებულია მონიტორს და აცხობს მოწოდებებს და ლოზუნგებს. :)
4 წლის უკან
თბილისელი სერაფიონა
ის სოფო კილაძე გჯობია შენ. გესტაპოს თანამშრომელს კი გავს, მარა მაინც გჯობია იმიტომ, რომ ევროპაში არ გადახვეწილა, უკან დაბრუნდა მის ქვეყანაში, თავის ქვეყანას ახმარს ჯან-ღონესაც, ცოდნასაც და გადასახადებსაც მის ქვეყანას უხდის! ვოტ!
ერთი გრამი სისხლი არ გაქვს რო გაწითლდე?
სწორად დაგიწერა ლაზმა და ამართლებ რაღა.
4 წლის უკან
Serapina აუ, რა ბოღმიკი ხარ ხოხობო!
სტატია არც წაგიკითხავს,შემოვარდი და ეგრევ "დააცხვე ხაჭაპურები!" ალბათ,გარეთ კაცები არ გალაპარაკებენ, სახლში ქალები და ... სადაც შეძელი, გაჯეჯილდი...
მიაწექი, პირველ ჩვენებას!
4 წლის უკან
Serapina ბმული
4 წლის უკან