“როგორც გიჟთამარა იტყოდა” – მეგი გოცირიძე სამოქმედო გეგმაზე გადადის

“როგორც გიჟთამარა იტყოდა” – მეგი გოცირიძე სამოქმედო გეგმაზე გადადის

“ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტი მეგი გოცირიძე მთაწმინდაზე შალვა შავგულიძის მხარდასაჭერად კამპანიას იწყებს, თუმცა, მის მიერ დასახულ გეგმას ეჭვქვეშ აყენებს და წერს:

“ოჯახის წევრები, მეგობრები, ახლო ნათესავები და ნაცნობები მყავს მთაწმინდაზე რეგისტრირებული, რომლებსაც სათითაოდ ვუკავშირდები და ვთხოვ არ დაიზარონ არჩევნებზე მისვლა და ხმა მისცენ შავგულიძეს. ამ დღეებში პირადად ვაპირებ ყველა ოჯახში გაზეთის შეტანას და შავგულიძის სასარგებლოდ აგიტაციის ჩატარებას და როგორ ფიქრობთ, ხომ

არ დავაზარალებ კანდიდატს, გარეკილ ხიხო პირველის წისქვილზე ხომ არ დავასხამ წყალს, როგორც გიჟთამარა იტყოდა?”, – წერს გოცირიძე.