ქათმის სალათა ჩინურად

ქათმის სალათა ჩინურად

მომზადების დრო: 25 წუთი

ულუფა: 4

ინგრედიენტები

ლაფშა (სწრაფად მოსამზადებელი მაკარონი) - 1 შეკვრა

სალათი აისბერგი ან ლატუკი - 1 პატარა კონა

წითელი კომბოსტო - 300 გ

სტაფილო - 1 ცალი

მანდარინი - 1 ცალი

მწვანე ხახვი - 1 პატარა კონა

დაჭრილი ნუში - 1/2 ჭიქა

მოხარშული ქათმის ფილე - 1 ცალი

დრესინგი:

ნიორი - 3 კბილი

გახეხილი ჯანჯაფილი - 1 ჩ/კ

სეზამის ან ზეითნის ზეთი - 1/3 ჭიქა

თაფლი - 2 ს/კ

სოიოს სოუსი - 2 ს/კ

თეთრი ღვინის ძმარი - 1 ს/კ

ზეთი - 1 ს/კ

მომზადების წესები

წინასწარ მოამზადეთ ლაფშა: დაასხით ცხელი წყალი, გააჩერეთ 2 წუთი, შემდეგ კი გადაწურეთ.

ასევე წინასწარ მოხარშეთ ქათმის ფილე და დაძენძეთ.

დაჭერით სალათის ფურცლები, კომბოსტო, მწვანე ხახვი, გახეხეთ სტაფილო და ჩაყარეთ ყველაფერი ერთ ჯამში. დაუმატეთ ლაფშა, დაძენძილი ქათმის ხორცი და მანდარინის ლებნები.

მოამზადეთ დრესინგი: ერთმანეთში აურიეთ დრესინგისთვის განკუთვნილი ყველა ინგრედიენტი და მოასხით სალათს.