პეტრო პოროშენკოს წინააღმდეგ კიდევ ერთი საქმე აღძრეს

პეტრო პოროშენკოს წინააღმდეგ კიდევ ერთი საქმე აღძრეს

უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს წინააღმდეგ კიდევ ერთი საქმე აღიძრა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, გამოძიებას სპეციალიზირებული ანტიკორუფციული პროკურატურა აწარმოებს.

„უწყების ხელმღვანელისა ნაზარ ხოლოდნიცკის და კომპანია „ენერგოკავშირების“ ყოფილი მფლობელის დიმიტრი კრიუჩკოვის შეხვედრის შემდეგ სამართალდამცველებმა ყოფილი პრეზიდენტის, სახელმწიფო უწყებების რიგი ხელმძღვანელების და დეპუტატების ქმედებების მართლზომიერების შესწავლა დაიწყეს. ინფორმაცია სასამართლომდელ გამოძიებათა ერთიან რეესტრში შეიტანეს“, - განაცხადეს უწყებაში.

2018 წლის აპრილში კრიუჩკოვი გერმანიაში უკრაინის სპეციალიზირებული ანტიკორუფციული პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე დააკავეს. უკრაინული მხარე მას 424 მილიონი გრივნას ოდენობით საბიუჯეტო სახსრების მითვისებას ედავებოდა. 2019 წლის 15 აპრილს კრიუჩკოვი უკრაინაში ჩავიდა, სადაც ის სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს თანამშრომლებმა დააკავეს. 17 აპრილს ის გირაოს სახით 7 მილიონი გრივნას გადახდის შემდეგ გათავისუფლდა.

უკრაინაში ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. უკრაინის გამოძიებათა სახელმწიფო ბიუროს ინფორმაციით, პეტრო პოროშენკო სახელმწიფო ძალაუფლების ხელში ჩაგდებაში, სახელმწიფო ღალატსა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაშია ეჭვმიტანილი.