ჩაქაფული ალუჩით - ნამდვილი საგაზაფხულო კერძი

ჩაქაფული ალუჩით - ნამდვილი საგაზაფხულო კერძი

ინგრედიენტები

ბატკნის ხორცი - 1 კგ

ქინძი - 2 კონა

ოხრახუში - 2 კონა

მწვანე ხახვი - 2 კონა

ტარხუნა - 3-4 კონა

მწვანე წიწაკა

ალუჩა - 100 გ

თეთრი ღვინო - 250 გ

მომზადების წესები

ხორცს ვჭრით საშუალო ზომის ნაჭრებად, ხოლო მწვანილებს სქლად(დაიმახსოვრეთ, არ დაჭრათ ტარხუნა, ჯობს უბრალოდ გაასუფთაოთ).

ვაწყობთ ყველა ინგრედიენტს ფენა-ფენა,ვუმატებთ ღვინოს და ვდგამთ ქურაზე,დაბალ ცეცხლზე.