ნიდერლანდებში ჯებჰატ ან-ნუსრას ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს

ნიდერლანდებში ჯებჰატ ან-ნუსრას ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს

ნიდერლანდებში ტერორისტული დაჯგუფება „ჯებჰატ ან-ნუსრას“ ერთ-ერთი ბატალიონის ხელმძღვანელი დააკავეს. უცხოური მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის პროკურატურაში განაცხადეს.

„პოლიციამ სამხედრო და ტერორისტული დანაშაულების ჩადენაში ეჭვმიტანილი 47 წლის სირიელი ქალაქ კაპელეში დააკავა. ის აბუ კუდერის სახელით არის ცნობილი და „ჯებჰატ ან-ნუსრას“ ერთ-ერთ ბატალიონს ხელმძღვანელობდა“, - განაცხადეს უწყებაში.

სპეცოპერაციის ფარგლებში პოლიციამ ეჭვმიტანილის სახლში ჩხრეკა ჩაატარა და კომპიუტერი და მობილური ტელეფონი ამოიღო. პარალელურად გერმანიის პოლიციამ ჩხრეკა ჩაატარა კიდევ 6 ადამიანის სახლებში, რომლებიც, სავარაუდოდ, იმავე ბატალიონის წევრები იყვნენ.

პროკურატურის ინფორმაციით, დაკავებული პირი ნიდერლანდებში 2014 წლიდან ცხოვრობდა და ბინადრობის უფლება ჰქონდა. გამოძიება მის წინააღმდეგ გერმანული პოლიციისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო.

24 ივნისს აბუ კუდერი ჰააგის საოლქო სასამართლოს წინაშე წარდგენა. ნიდერლანდური კანონმდებლობის თანახმად, პროკურატურა უფლებამოსილია, განახორციელოს სისხლის სამართლებრივი დევნა მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში ჩადენილი სამხედრო დანაშაულების, კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულების და გენოციდის ჩადენის გამო, თუ ეჭვმიტანილი პირები ნიდერლანდებში ცდილობენ.