პუტინმა უკრაინის საკითხი მერკელთან და მაკრონთან განიხილა

პუტინმა უკრაინის საკითხი მერკელთან და მაკრონთან განიხილა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტი გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერებთან განიხილა.

ამის შესახებ Reuters-ი კრემლის ინფორმაციაზე დაყრდნობით იტყობინება.

ანგელა მერკელთან და ემანუელ მაკრონთან სატელეფონო საუბარი ფოკუსირებული იყო უკრაინაში ხელმძღვანელობის ცვლილებაზე, რომელიც ვოლოდიმირ ზელენსკის არჩევის შემდეგ განხორციელდა.

ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის პრეზიდენტი ოფიციალურად 20 მაისს გახდა. მან ქვეყნის უმაღლესი რადა უკვე დაითხოვა. პრეზიდენტმა ამის შესახებ საინაუგურაციო სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

21 აპრილს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ზელენსკიმ მოქმედი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო დაამარცხა. მას ხმა ამომრჩეველთა დაახლოებით 73%-მა მისცა, პოროშენკოს კი მხარი დაახლოებით 25%-მა დაუჭირა.