"ბოლო ავტოკრატი, ცერბერი და საკუთარ ოდიოზურობას გადაყოლილი მიხეილ სააკაშვილი იყო!"

ბოლო ავტოკრატი, ცერბერი და საკუთარ ოდიოზურობას გადაყოლილი მიხეილ სააკაშვილი იყო! მასთან ერთად დამთავრდა პრეზიდენტის სურათით ტკბობის აუცილებლობა! მაგრამ ჩვენ ხომ არ ვიმჩნევთ, რომ აი, უკვე მეორე პრეზიდენტს არ ამოყავს თვალში მაზოლები, - ამის შესახებ პიარ-ტექნოლოგი ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელში წერს.

“ჩვენსას არ ვიმჩნევთ!!! ზელენსკის სიტყვებით რომ აჭრელდა სააგენტოები: ” მე ხატი არ ვარ, შვილების ფოტოები დაკიდეთ”, რავა მარგველამ და სალომემ ხომ სულ კალთები დაგახიეს, არიქა დაგვკიდეთ კაბინეტებშიო!

ბოლო ავტოკრატი, ცერბერი და საკუთარ ოდიოზურობას გადაყოლილი საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იყო! მასთან ერთად დამთავრდა ეს ურაპატრიოტიზმი და პრეზიდენტის სურათით ტკბობის აუცილებლობა ! მაგრამ ჩვენ ხომ არ ვიმჩნევთ, რომ აი, უკვე მეორე პრეზიდენტს არ ამოყავს თვალში მაზოლები, ჩვენ ხომ არ ვიმჩნევთ, რომ პრეზიდენტის კორტეჟი არ კეტავს ქუჩებს, არც იმას ვიმჩნევთ, რომ გიორგი და სალომე საკუთარი მუცლის გვრემის გამო არ უვარდებიან რესტორნებს და არ ახდენენ მთელი პერიმეტრის ბლოკირებას! არც იმას ვიმჩნებთ, რომ ერთი ყოფილი დურგლობს დუშეთში, მეორე მოქმედი კი ძაღლს ასეირნებს..

სამაგიეროდ დავინახეთ ზელენსკი! ეეჰ… ესაა დაუნახავი ქართველობა!”, – წერს მოროშკინა

შეგახსენებთ,  20 მაისს უკრაინის ახალი პრეზიდენტის ვლადიმერ ზელენსკის ინაუგურაცია გაიმართა.

ზელენსკის საინაუგურაციო პროცესზე ერთი რეზონანსული განცხადება გაააკეთა.

„ნუ დაკიდებთ თქვენი ოფისების კედლებზე ჩემს ფოტოებს. პრეზიდენტის ფოტო არ არის ხატი, არ არის კერპი. ჩემი ფოტოების ნაცვლად დაკიდეთ საკუთარი შვილების პორტრეტები და ყოველდღე უყურეთ მათ თვალებში“, - განაცხადა ზელენსკიმ.