ვინ არის გალაქტიკაში საუკეთესო ცოლი? ვკითხოთ ვარსკვლავებს.
მე-12 ადგილი - მორიელი
საოცრად ლამაზი და ჭკვიანი და მიმზიდველი ქალია, მაგრამ ცუდი ცოლი. ქმარი მისი მონა ხდება, უნდა შეეგუოს მის რთულ ხასიათს.
მე-11 ადგილი - თევზები
ზღაპრულ არსებას ჰგავს. მასთან არ მოიწყენთ, განსაკუთრებით, თუ კარგ ხასიათზეა. მამაკაცები მასზე ფანტასტიკურად დამოკიდებულები ხდებიან და განშორების შემდეგ ცხოვრება უფერული ეჩვენებათ.
მე-10 ადგილი - ლომი
ვიტრინაში გამოდგმულ მდიდრულ თოჯინას ჰგავს. მას ყველაფერი საუკეთესო უნდა ჰქონდეს - სამკაული, მანქანა... მის გვერდით სხვა ქალები მოსაწყენები და იაფფასიანები არიან, მაგრამ ლომის შენახვასაც ბევრი ფული რომ უნდა?..
მე-9 ადგილი - მშვილდოსანი
ცოლი-სატანა. მას მხოლოდ თქვენი სული აინტერესებს. თუ არ დაუჯერებთ, ჯოჯოხეთის ალში დაიწვებით.
მე-8 ადგილი - ტყუპი
საშიში ცოლია. ვერაფერს დაუმალავთ, მის მზერას არაფერი გამოეპარება.
მე-7 ადგილი - ვერძი
საინტერესო სახეობის ცოლია. მთელი ცხოვრება ეცდება ქმრის გადაკეთებას. თანაც, მისთვის სასარგებლოდ.
მე-6 ადგილი - სასწორი
იდეალური მზარეული, ლამაზი და საუცხოო საყვარელი. ეს იმ დღეებში, როცა კეთილი და ნაზია, სხვა დროს - ისტერიკა და სკანდალები გარანტირებული გაქვთ.
მე-5 ადგილი - ქალწული
საუკეთესო მეგობარია. წყვილში ლიდერი ის უნდა იყოს, ყველა გადაწყვეტილება თავად უნდა მიიღოს. თუ დაქორწინება შესთავაზეთ და გითხრათ: მოვიფიქრებ, გაიქეცით.
მე-4 ადგილი - კურო
ვერ მოისვენებს, სანამ წარმატებულ მამაკაცად არ გადაგაქცევთ. მაგრამ თუ თავისკენ გამოქანებული მეათასე ვაზა სასაცილოა, ბედნიერებას გისურვებთ.
მე-3 ადგილი - თხის რქა
იდეალურ ქალს იდეალური მამაკაცი სჭირდება. ის ჭკუით მოქმედებს და არა გულით. თუ კარგად მოიქცევი, გაგაბედნიერებს.
მე-2 ადგილი - მერწყული
მუდამ ხალისიანი, და მოსიყვარულეა - ყველა მამაკაცის ოცნება, მაგრამ დაქორწინებას არ ჩქარობს...
მე-1 ადგილი - კირჩხიბი
ლამაზი, ჭკვიანი, იდეალური დიასახლისია. ოჯახი მისთვის უმთავრესია. დაიცავით საოჯახო ღირსება, თორემ, დამსახურებულად დაისჯებით.