ახალ ზელანდიაში მეჩეთებზე თავდამსხმელს ტერორიზმის მუხლით ბრალი წაუყენეს

ახალ ზელანდიაში მეჩეთებზე თავდამსხმელს ტერორიზმის მუხლით ბრალი წაუყენეს

ახალი ზელანდიის პოლიციამ ტერორიზმის მუხლით ბრალი წარუდგინა ბრენტონ ტარანტს, რომელიც ქალაქ ქრაისტჩერჩში ორ მეჩეთზე თავდასხმაშია ეჭვმიტანილი. ახალი ბრალდება მოწმობს იმას, რომ გამოძიება ქრაისტჩარჩის მოვლენას ტერაქტად განიხილავს. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

ტარანტს ადანაშაულებენ 51 ადამიანის მკვლელობაში და 40 ადამიანის მკვლელობის მცდელობაში.

ახალი ზელანდიის კანონის მიხედვით, ტერორიზმი სამუდამო პატიმრობით ისჯება.

15 მარტს ქალაქ ქრაისტჩარში, ორ მეჩეთზე თავდასხმის შედეგად  51 ადამიანი დაიღუპა, კიდევ 40 კი დაიჭრა. ტერაქტის გამო ახალი ზელანდიის მთავრობამ იარაღის ბრუნვაზე კანონის გამკაცრებას მხარი დაუჭირა.