ხორცის ბურთები თხილითა და ყველის სოუსით

ხორცის ბურთები თხილითა და ყველის სოუსით

მომზადების დრო: 30 წუთი

ულუფა: 4

იმისათვის, რომ ეს უგემრიელესი გუფთები მოამზადოთ, დაგჭირდებათ თხილი და მაგარი სახეობის ყველი. სწორედ ამ ორ გინგრედიენტშია მთავარი მარცვალი, რაც კერძს განუმეორებელს და საოცრად გემრიელს ხდის. ასევე გასწავლით, ყველის სოუსის მომზადებას, რომელიც სხვა კერძებსაც ძალიან უხდება.

ინგრედიენტები

რძე - 200 მლ

პური - 20 გ

საქონლის ხორცის ფარში - 500 გ

მაგარი სახეობის ყველი - 80 გ

კვერცხი - 1 ცალი

თხილი - 50 გ

საქონლის ხორცის ბულიონი - 200 მლ

თეთრი მშრალი ღვინო - 80 მლ

მარილი და პილპილი - გემოვნებით

ფქვილი - 150 გ

ზეთი - 5 ს/კ

მომზადების წესები

დაალბეთ პური 100 მლ რძეში, შემდეგ გაწურეთ და გადაიტენთ ღრმა ჯამში ფარშთან ერთად. დაუმატეთ დანაყილი თხილი, კვერცხი, მარილი და პილპილი. კარგად აურიეთ ყველა ინგრედიენტი.

წვრილად გახეხეთ 30 გ ყველი, დაუმატეთ ფარშს და კარგად აურიეთ.

დაისველეთ ხელები ცივ წყალში და გააკეთეთ მიღებული ფარშისგან პატარა ბურთები.

ამოავლეთ ფქვილში და შეწვით ზეთში.

შემწვარი ბურთები გადაიტანეთ გამოსაცხობ ფორმაში და დაასხით ხორცის ბულიონი. დადგით ცეცხლზე, მ იიყვანეთ ადუღებამდე, შემდეგ კი ხარშეთ თავდახურულ ჭურჭელში 10 წუთის განმავლობაში.

იმისათვის, რომ მოამზადოთ ყველის სოუსი, აადუღეთ 100 მლ რძე, გაადნეთ მასში 50 გ გახეხილი ყველი, ურიეთ შეუჩერებლად და დაუმატეთ თეთრი მშრალი ღვინო. ხარშეთ სოუსი 5-7 წუთის განმავლობაში. ბოლოს დაუმატეთ მარილი და პილპილი.

გილოცავთ, ხორცის უგემრიელესი ბურთები გულში გაწელილი ყველით მზად არის! მოასხით ყველის სოუსი და გემრიელად მიირთვით!