იაპონია საზღვაო ჯარში პენსიონერებს გაიწვევს

იაპონია საზღვაო ჯარში პენსიონერებს გაიწვევს

იაპონიის ხელისუფლება სამხედრო სამსახურში პენსიონერების გაწვევას გეგმავს. ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საკადრო დანაკლისის შესავსებად იმ პენსიონერებს დაიქირავებენ, რომლებიც ჯარში უკვე მსახურობდნენ, ინფორმაციას რუსული მედია იაპონიის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. 

პენსიონერების გაწვევა ჯერ საზღვაო-სამხედრო ძალებში მოხდება. სამხედრო პერსონალი პორტებში შესულ სამაშველო გემებს მოემსახურება. 

იაპონიის კანონმდებლობით, ქვეყნის ჯარში სამხედროები პენსიაზე გასვლის შემდეგ 53-56 წლამდე მსახურობენ. საკანონმდებლო ცვლილებით ვადა 65 წლამდე გადაიწევს.

იაპონიის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 2019 წელს ქვეყანამ სამხედრო ხარჯები 2%-ით გაზარდა. 2018 წელს იაპონიამ თავდაცვაზე $47 მილიარდი დახარჯა. ქვეყნის ბიუჯეტი $912 მილიარდს შეადგენდა.