„კაი დედის შვილი ხარ და რაიმე თქვი ლგბტ პირთა წინააღმდეგ, შენი კარიერა დასრულებულია ხელოვნებაში, სპორტში“

„კაი დედის შვილი ხარ და რაიმე თქვი ლგბტ პირთა წინააღმდეგ, შენი კარიერა დასრულებულია ხელოვნებაში, სპორტში“

„მრევლშიც მყავს მამათმავლები და ყველაზე მეტ ყურადღებას მაგათ ვუთმობ, ვისაც გამოსწორების სურვილი აქვს“, - აცხადებს დეკანოზი დავით ქვლივიძე For.ge-სთან საუბარში და განმარტავს, რომ საქართველოში ლგბტ პირებს არავინ დევნის, პირიქით, ეს ადამიანები თავად დევნიან ოჯახური სიწმინდის მომხრე ტრადიციულ საზოგადოებას, როცა თავიანთი ქმედებების პოპულარიზაციას ეწევიან.

17 მაისი ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილისთვის ოჯახის სიწმინდის დღეა. მხოლოდ მცირეოდენი ადამიანები გამოდიან განსხვავებულიფასეულობებით“. წლეულს კი ცალკეულ მომღერლებშიც, მათ შორის, თამარ ჭოხონელიძეშიც შეინიშნებოდა დაბნეულობა. ამას რით ახსნით? ეს მომღერლები გაურკვევლობაში არიან, თუ მათზე ვინმემიმუშავა“?

- 17 მაისს სასულიერო პირებმა სავედრებელი პარაკლისი გადავიხადეთ ღვთისმშობლის სახელზე, როგორც ამას წლების განმავლობაში ვაკეთებდით. რაც შეეხება ცალკეულ ადამიანებს, მათ შორის, ქალბატონ თამარ ჭოხონელიძეს, მათ შეეშინდათ. სამწუხაროდ, ზოგიერთები შეგნებულად მცდარად ავრცელებენ ინფორმაციას, თითქოს საქართველოში ლგბტ თემი იჩაგრება, თითქოს მათ ავიწროებენ. სინამდვილეში, პირიქით ხდება. კაი დედის შვილი ხარ და რაიმე თქვი ლგბტ პირთა წინააღმდეგ, შენი კარიერა დასრულებულია ხელოვნებაში, სპორტში, ეს ადამიანები ყველგან გავიწროებენ, ყველგან ძალადობენ. ჩვენ ვიცით თამარ ივერის შემთხვევა, რომელმაც უარყოფითი პოზიცია გამოხატა ლგბტ პირთა მიმართ, ამის შემდეგ მას კონცერტები გაუუქმეს, შეავიწროვეს. გამოვიდა ნანუკა ჟორჟოლიანი და თქვა, მე არ მინდა, ჩემი შვილი ასეთი გამოვიდესო და გადაცემა დაუხურეს, ახლა ნანუკა სხვანაირად ჭიკჭიკებს, რადგან ეშინია და ტერორის ქვეშ არის. ფეხბურთელ გურამ კაშიას მაგალითიც გავიხსენოთ. კაშიას რომ არ გაეკეთებინა ხელზე ცისარტყელას ფერებიანი სამკლაური, დამთავრდებოდა მისი კარიერა. ამის შემდეგ კიდევ ჩვენ ვართ მოძალადეები, კაცო? თამარ ჭოხონელიძესაც და სხვებსაც ეშინიათ, რომ დასრულდება მათი კარიერა, ძალადობის მსხვერპლნი არიან ეს ადამიანები და სიმართლის თქმისაც კი ეშინიათ, ეს არის მთელი უბედურება. რეალურად, ლგბტ პირები მარტო იმას კი არ ითხოვენ, რომ, უბრალოდ, ქუჩებში გაგვატარეთო, პირველ ეტაპზე მოითხოვენ, გაგვატარეთ, მერე იძახიან, ხელი არ მახლოთო, ამის მერე ძალაფლებას ითხოვენ, მერე ოჯახის შექმნა უნდათ, მერე შვილების აყვანაც უნდათ, მერე თავზე დაჯდომა და ქვეყნის მართვა უნდათ. ახლა უბრალოდ ლაპარაკობენ, „გაფერადდი“, „ჩემნაირი გახდი“, მაგრამ ამით არ შემოიფარგლებიან. გახსოვთ, როგორ დაიწყეს მსვლელობა ფილარმონიასთან? ესენი არიან მოძალადეები, ტერორის ქვეშ ჰყავთ მთელი მსოფლიო. ზუსტად ამის ეშინია თამრიკო ჭოხონელიძეს, რადგან გადაუვლიან.

თამრიკო ჭოხონელიძე ამბობს, რომ მას უცხოეთში გასტროლები არ აქვს, რადგან თავად ამბობს უარს საზღვარგარეთ წასვლაზე და სამშობლოს ემსახურება.

- აბა, რას ნიშნავს მისი ქმედება? ამ ადამიანებს საქართველოშიც ეშიანიათ, რადგან მათ აშინებენ, რომ საქართველოშიც კონცერტები აღარ ექნებათ. საეკლესიო სწავლებაა ასეთი, რომ ანტიქრისტე, რომელმაც დედამიწა უნდა მართოს, ყველაფერში ქრისტეს მოწინააღმდეგე იქნება, ქრისტე ქალწულისგან იშვა, მაგრამ ანტიქრისტე მეძავი ქალისგან იშვება, ქრისტე უბიწო, წმინდა იყო, ანტიქრისტე კი გარყვნილი ადამიანი იქნება. ამიტომაც მთელ მსოფლიოს ამზადებენ ანტიქრისტეს მისაღებად და მის თაყვანსაცემად. ანტიქრისტე იქნება უგარყვნილესი ადამიანი ზნეობრივად, სულიერად, ყველაფერში ქრისტეს მოწინააღმდეგე. ერთ-ერთი აზრი ასეთიცაა, რომ ის იქნება მამათმავალი. თუ ამ სტანდარტებში ვერ ჩაჯექი, გადაგივლიან, გაგანადგურებენ საერთოდ. ამიტომ, თუ ღმერთის მოიმედე ხარ, მარტო ის კი არაა, უწმინდესის სახელი ახსენო და ყოველ წამს პირჯვარი იწერო ეკლესიის ხსენებაზე, არამედ საქმეს რომ დასჭირდება და ქვეყანას, მაშინ უნდა დადგე მის გვერდით. ამათ კი ეშინიათ ამის გაკეთების, ეს არის მთელი საიდუმლო, იციან, რომ სულიერად დაატერორებენ.

არგენტინელი სპორტსმენი იყო, თუ არ ვცდები, რაგბისტი, სამაწუხაროდ, გვარი აღარ მახსოვს, გამოვიდა, რაღაც თქვა ლგბტ პირთა წინააღმდეგ, გაანადგურეს, მოსპეს.

ცალკეული ადამიანები თითქოს უწმინდესის გადაწყვეტილების კორექტირებას ცდილობენ, თუ რატომ დაამთხვია მან ოჯახის სიწმინდის დღე ლგბტ პირთა დღეს?

- უწმინდესი აბსოლუტურად სწორი იყო, როცა 17 მაისი ოჯახის სიწმინდის დღედ გამოაცხადა, რადგან ჩვენთვის სიწმინდე ეს არის ოჯახი, ოჯახი არის მცირე ეკლესია, ყოველთვის ოჯახიდან იწყება ყველაფერი. მეტსაც გეტყვით, ყველაფერი იმით არ დამთავრდება, რომ ლგბტ პირები უბრალოდ ჩაივლიან ქუჩაში, ამისთვის ჩვენ დავისჯებით. საერთოდ, ყველაზე დიდი სასჯელი როდის დაატყდა დედამიწას? წარღვნის მიზეზი რა იყო? ბიბლიაში პირდაპირ წერია, ამის მიზეზი იყო სოდომისა და გომორის ცოდვები. დღესაც მეორედ მოსვლის დაჩქარების მიზეზი რა იქნება? ისევ გარყვნილება და სოდომის ცოდვის გავრცელება. რის გამო ემხობოდა დიდი სახელმწიფოები, დიდი იმპერიები? სწორედ გარყვნილების გამო. ამიტომ ეს ასე უკვალოდ არ ჩაივლის. ჯერ არაფერი არ გაგვიკეთებია და სპეცდანიშნულების ჯარი პანკისის ხეობაში ვერ შედის; აზერბაიჯანმა საზღვარი გადმოსწია, ტაძარში არ გვიშვებს და ეს ჯერ კიდევ დასაწყისია, ეს ქვეყანა დაიშლება, განადგურდება, ამ ქვეყნისგან არაფერი დარჩება, როგორც სერბეთი დაიშალა ნაწილებად, ღმერთი დაუშვებს ამ განსაცდელს, თუ ჩვენ ეს ცოდვა მივიღეთ. ამიტომ დღეს ჩვენთვის ყოფნა-არყოფნის საკითხია, თუმცა ჩვენ არასოდეს ძალადობისკენ არ მოვუწოდებთ ადამიანებს, ჩვენ ამით ღვთის წინაშე ვაფიქსირებთ ჩვენს დამოკიდებულებას.

ხომ არ ელით ექსცესებს, 17 მაისის შემდგომ პერიოდშიც, როცა ლგბტ პირთა კვირეული გაიმართება?

- არა მგონია, რამე მოხდეს. სხვათა შორის, ერთ-ერთი მათგანი გამოსულა გვახარიასთან და უთქვამს, ჩვენ არ გვინდოდა ივნისში ლგბტ ერთკვირეულის ჩატარებაო. მეც ვიცი, რომ მათ დიდ ნაწილს არ სურს ამის ჩატარება, რადგან თავად აღიარებენ, ჩვენ ახლა პრობლემა არ გვაქვსო. ნამდვილად მათ არავინ დევნის, არ აგინებს, მთელი თანამდებობები მათ ხელშია, უამრავი დიდი თანამდებობის პირია მამათმავალი, მათ ვინმე ეწინააღმდეგება? ეგენი მშვიდად არიან საქართველოში, არავინ მათზე არ ძალადობს, გაიარეთ პეროვსკაიაზე რა ხდება, მათი ბარებია. სადმე გაგიგიათ, ვინმე შევარდნილა, რამე უთქვამს მათთვის? შეიძლება, ვინმე სცემეს კიდეც, მაგრამ ასე ჩვეულებრივ ადამიანებსაც სცემენ, ეს კრიმინალია და პოლიციამ უნდა მიაქციოს ყურადღება. ახლა თავად ლგბტ პირები შიშობენ, რომ ამ ერთკვირეულმა შეიძლება ჩვენს ერში დიდი გაღიზიანება გამოიწვიოს. ერთკვირეულს რომ აწყობ, ყველაფერს ფეხქვეშ თელავ და ლახავ, ამან შეიძლება რაღაც გამოიწვიოს, ამიტომაც ვეუბნებით, ნუ გააკეთებენ ამას, არ გინდათ ეს ერთკვირეული.

თვით ამერიკაშიც ოჯახურ სიწმინდეს ექცევა ყურადღება. იქნებ, გრანტის მომლოდინე ქართველებს არასწორად ესმით დასავლური ფასეულობები და, სადაც სიბინძურეა, ის ჰგონიათ დასავლური ფასეულობა?

- ამერიკა ახსენეთ, მაგრამ იქ ოჯახის სიწმინდეს ექცეოდა დიდი ყურადღება, ახლა კი აღარ ექცევა. ტრამპს რატომ დაუპირისპირდნენ? რატომ აქვს მას პრობლემები? სწორედ ლგბტ პირთა წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებების გამო. ესენი სერიოზულად ცდილობენ მათთვის სასარგებლო კანონების ფორსირებულად მიღებას. თუ გახსოვთ, ალენ დელონი იყო საქართველოში ჩამოსული. ალენ დელონის ინტერვიუ რატომ არ აჩვენეს, სადაც ის მამათმავლობის წინააღმდეგ ლაპარაკობს? არადა, პირველი დროშა ეჭირა ალენ დელონს, მიდიოდა მამათმავლების წინააღმდეგ აქციებზე. სად არის ამათი სიტყვის თავისუფლება?

ხშირად ამბობენ ხოლმე, რომ ნიჭიერი ადამიანები, შემოქმედი ხალხი არატრადიციული ურთიერთობებით გამოირჩევა. ესეც მათი პოპულარიზაციისთვის ხომ არ კეთდება, რომ ხალხი შეაჩვიონ ამ მდგომარეობას?

- არ მინდა, სახელები და გვარები ჩამოვთვალო, ასეთი ბალერონები და მსახიობები მართლაც იყვნენ, მაგრამ ვინმეს რამე უთქვამს მათ წინააღმდეგ? მეტსაც გეტყვით, მრევლში მყავს მამათმავლები და ყველაზე მეტ ყურადღებას მაგათ ვუთმობ, ვისაც გამოსწორების სურვილი აქვს. მე მყავს მრევლში ხალხი, ცოლ-შვილი ჰყავთ და მაინც მამათმავლები არიან.

აღსარებაში ამბობენ ამ ცოდვის შესახებ?

- რა თქმა უნდა, გამოსწორება უნდათ, იციან, რომ „სხვა გზა“ ჯოჯოხეთში მიდის. ეს ჩემი სიტყვები კი არა, სახარების სიტყვებია. ამ ხალხს ეს გათავისებული აქვს, მოდიან ეკლესიაში და წვალობენ, ეკლესია მათ ეხმარება ფეხზე დადგომაში, მაგრამ, როდესაც გამოდიხარ და იძახი, ჩემნაირი გახდი, გაფერადდი, როგორც მე ვარ ფერადი, ეს უკვე ძალადობაა. ჩვენ ამ ძალადობის წინააღმდეგ ვართ, თორემ, თუ ხარ ეგეთი, იყავი შენთვის, დახურულ სახლში შედი და, რაც გინდა, ის გიქნია, გინდა 10 ქმარი გყოლია და 30 ცოლი. ოღონდ დახურულ სივრცეში იყავი, ნუ გამოდიხარ და ჩვენს შვილებს საშიშროებას ნუ უქმნი.

სხვათა შორის, ამ ადამიანების გასამართლებლად ხშირად ამბობენ, ღმერთი არ სჯის ცოდვილ ადამიანებს და ღმერთს ყველა უყვარს.

- მაშინ სოდომი და გომორი რა იყო? წარღვნა რა იყო? რას ჰქვია უფალი არ სჯის, უფალი არ სჯის მხოლოდ მონანულს. ღმერთმა არ დასაჯა ქალაქი ნინევია, რომელიც ისეთივე ცოდვის ქვეშ იყო, როგორც სოდომი და გომორი, მაგრამ არ დასაჯა, რადგან ნინევიამ შეინანა და ღმერთმა მისი სასჯელი 20 საუკუნის იქით გადასწია, 20 საუკუნის შემდეგ კი დასაჯა ნინევია. ყველაზე მთავარი, ცისარტყელას დროშა რომ უჭირავთ და აფრიალებენ, ცისარტყელას დროშის გამოყენება ჩვენი რელიგიური შეურაცხყოფაა, რადგან ცისარტყელა ღმერთმა გამოაჩინა წარღვნის მერე მონანულ კაცობრიობასა და თავად ღმერთს შორის შერიგების ნიშნად, თორემ სოდომურ ცოდვებში ჩაფლული კაცობრიობის ნიშანი კი არ იყო. ეს არის რელიგიური შეურაცხყოფა ქრისტიანების, მუსულმანების, ებრაელების, ყველასი, ვინც ძველ აღთქმაზეა დაფუძნებული. მეტი რელიგიური დისკრიმინაცია რად გინდათ, როცა ყველაზე მთავარი, ღმერთის შერიგების ნიშანი მიისაკუთრეს და მიიწერეს. მეტსაც გეტყვით, მამათმავლების უმეტესობას არც უნდათ ამ აღლუმების ჩატარება, თავისთვის არიან წყნარად შეყუჟულები და არავინ არაფერს ეუბნება. უბრალოდ, აქ გრანტის ამბავია და კიდევ სხვა რაღაც მიზეზი.

გულისხმობთ ერის ფიზიკურ და მორალურ გარყვნას?

- რა თქმა უნდა, ეს ქვეყანა ბევრისთვის პრობლემაა. რა, განა არ არიან ჩვენთან კაცები, რომელთაც სულ ქალები უნდათ? რა ვქნათ, მივუშვათ თავიანთ ნებაზე? ზოგს ბავშვებთან ურთიერთობა უნდა, ზოგს ათ ქალთან ურთიერთობა სურს. ადამიანის მოვალეობა რა არის? საკუთარ თავთან ომი, საკუთარ თავთან ბრძოლა. ქრისტიანობა საკუთარ თავთან ომია, მამათმავლების ნაწილიც ეომება საკუთარ თავს, ეკლესია მათ გვერდში უდგას და ეხმარება. ჩვენ ასეთ ადამიანებს ჩვეულებრივად ვუყურებთ და ვცდილობთ, დავეხმაროთ. პატარა ნერგს რომ უფრთხილდები, რათა განვითარდეს, კარგად იგრძნოს თავი, წყალს უსხამ, სწორედ ასე ვცდილობთ, როგორმე მივეხმაროთ, რათა მადლს არ მოწყდნენ. ისინი სინანულში არიან, ზოგჯერ პრობლემების გამო ვერც ეზიარებიან ხოლმე, მაგრამ ქვებს არ ვესვრით ასეთ ხალხს.

დასავლეთი უკვე მიხვდა, რომ სულიერ დაავადებებს უნდა ებრძოლოს. დასავლეთში არასწორი ღირებულებების გადაფასებაც მოხდა. ამ მხრივ ჩვენთან ჯერ ადრეა?

- დასავლეთშიც პროტესტია ამასთან დაკავშირებით. ევროპარლამენტშიც კონსერვატიული ძალები მოდიან. დიდი პრობლემები აქვთ ლგბტ პირებს. სხვათა შორის, ევროპაში ამ ადამიანებს უფრო დასცინიან, ვიდრე ჩვენთან. საზღვარგარეთ მეტროში მინახავს, როგორ იცინიან, მამათმავლები როცა გამოჩნდებიან. ჩვენთან ამ ხალხს არ დასცინიან, ისინი ჩველებრივად იკრიბებიან კაფეებში, ბარებში, სამსახურიც აქვთ და ყველაფერი, მაგრამ ჩვენ აფიშირებისა და მოწოდების წინააღმდეგნი ვართ. წარმოიდგინეთ, ახლა სკოლებშიც უნდათ შეტანა, რომ თურმე კაცებს შორის სიყვარულიც სიყვარულია, თურმე გოგოს მარტო ბიჭი არ უნდა უყვარდეს, გოგოებსაც ერთმანეთი უნდა უყვარდეთ. ეს რას გამოიწვევს? ჯერ ერთი, ამით ერის გამრავლება არ ხდება. ყველაზე მთავარი, ღვთის რისხვა და სასჯელი დაგვატყდება თავს.

შესაძლოა, ამის გამოძახილიცაა, რომ ცალკეული მშობლები უკვე ღიად ამბობენ, რომ არ სურთ ისეთ სკოლებში საკუთარი შვილების გაშვება, სადაც გარყვნილებას ასწავლიან. ცხადია, ნოეს კიდობანში ვერ ჩასვამენ შვილებს, მაგრამ, ალბათ, მშობელს აქვს უფლება, შვილი სწორ გზაზე დააყენოს.

- სხვათა შორის, ახლა იმასაც აპირებენ, მშობლები პასუხისგებაში მისცენ, თუკი შვილებს სკოლაში არ გაუშვებენ. შეიძლება შვილი პირდაპირ წაგართვან და ბავშვი ერთსქესიანთა ოჯახში აღმოჩნდეს, ეს არის ძალადობა. ამიტომ, სანამ ასე გართულდება სიტუაცია, მანამდე გვინდა, მშვიდობიანად გამოვხატოთ ჩვენი პოზიცია. მთელი ამ მარშისა და მსვლელობის მიმართულება ის არის, რომ მათი მხრიდან არ მოხდეს ჩვენი დაჩაგვრა და ჩვენზე ზეწოლა. სამწუხაროა, რომ ახლაც თავის მართლების პოზიციაში ვართ.

სოციალისტი ძალიან გულსატკენია ეს ყველაფერი. მთავრობამ, არასამთავრობოებმა, ყველამ ვისაც ეს ეხება დაასახელონ კონკრეტულად ვინ გვახვევს თავს იმ ე.წ. ცოდვის, გარყვნილების და რა ვიცი ყველაფერი უბედურების კვირეულს!
4 წლის უკან
trampi შენც ეხლა დიდ საიდუმლოებას ახდი ფარდას ................ ვინ და პუტინი ..... აბა მსოფლიოს თვალის ჩინი და ჩვენი დიდი მეგობარი ამერიკა ხომ არ იქნება???
როგორ გეკადრება.....რას ამბობ ........ვერაფრით ვერ დავიჯერებ მაგას
არა,..... პუტინია ეს, პუტინი... აი ასე შეფარულად მოქმედებს ის შშშშშშშშშაათლახი ისა...დაგვახვია ეს ასოები აქეთ იქიდან
არა, ისე შშშათლახი კი ნაღდადააა.......ჰოოდა რაღამც ჩათლახია ზნაჩიტ მაგის ჩაწყობილი ეს გბტლ, თუ რაღაც შიხტა კიკოლაც
ასეა ...... მგელს მგლობას აბრალებდნენ და ტურამ ქვეყანა ამოაგდოვო
4 წლის უკან
სოციალისტი პაპა ცხვრის ქურქიც რომ მოიცვა, მაინც მგელი ხარ, მგელი!!!
4 წლის უკან
Maverick ვერც დუბლიონკამ უშველა, მასეა, მასე...
4 წლის უკან
თბილისელი რაც არ უნდა იცვალოს ნიკები, პაპა- ტრამპის შემთხვევაში ისეა---- რუკოპისი ნე გარიატ-ო. :)
4 წლის უკან
trampi არა, ნიკებს კი არ ვიცვლი უბრალოდ შარშან წასული რო ვიყავი, მას მერე ნიკი ვეღარ დავიბრუნე, რაღაცა ამერია.... რომ დავბრუნდი, მერე კიდევ ეს საიტი დამხვდა ყირაზე......(ძაან ,,მაგარი მოდერნი,, ჩაატარეს) ხოოოდა ვეღარ გავხდი პაპა.........ეგ იყო და ეგ, თორე ნაწერს მართლა სად გავექცევი....თანაცააა და მღვდელი ჭილოფში იცნობაო..........ტრამპი კი არა სუ რომ ნაპოლეონიც დავირქვა
ისე კი ნაღდად იშვიათად შემოვდივარ-ღა აქ...აქაურობა ისეა არეულ---გადარეული რომ შემოსვლის იშტაც კი დამეკარგა....პლიუს ეს უაზრო
რევოლუციონერობაც მომწყინდა .....თან კიდევ ვისზე რაღა უნდა ვთქვა?----- ყველა ერთმანეთზე უარესად გაბანძდა და გაბანძდა
უკვე მეც იმ აზრზე მივედი რომ ............
იმ მთავრობისაც .......
ამ მთავრობისაც......
და რომ მოვლენ წინასწარ უკვე იმათიც ....... ყველა ერთი ნაგავია(მაგრამ ნაცები მაინც ასობები არიან)
4 წლის უკან