ჭარხლის და კვერცხის სალათა 15 წუთში

ჭარხლის და კვერცხის სალათა 15 წუთში

მომზადების დრო: 15 წუთი

ულუფა: 4

ინგრედიენტები

მოხარშული ჭარხალი - 300 გ

მოხარშული კვერცხი - 2 ცალი

მჟავე კიტრი - 1 ცალი

მაიონეზი - 2 ს/კ

არაჟანი - 1 ს/კ

მდოგვი - 1 ჩ/კ

კამა და ოხრახუში - 1 კონა

მარილი და პილპილი - გემოვნებით

მომზადების წესები

ჭარხალი, მჟავე კიტრი და მოხარშული კვერცხი პატარა კუბებად დავჭრათ, დავუმატოთ დაჭრილი მწვანილი, მდოგვი, მარილი, პილპილი, არაჟანი და მაიონეზი.