უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი თანამდებობას ტოვებს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი თანამდებობას ტოვებს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი პაველ კლიმკინი პოსტს ტოვებს. საგანგებო ვიდეომიმართვა მან Facebook-ის გვერდზე გამოაქვეყნა.

მიმართვაში პოლიტიკოსი ამბობს, რომ გადადგომის შესახებ განცხადებას 20 მაისს უმაღლეს რადას, შემდეგ კი არჩეულ პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის გაუგზავნის.

თანამდებობის დატოვების შემდეგ კლიმკინი საპარლამენტო არჩევნებში აპირებს მონაწილეობას. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს პაველ კლიმკინი 2014 წლიდან იკავებდა.