სასამართლომ კენიის ექსპრეზიდენტს მიწის მითვისების გამო $10,5 მილიონის გადახდა დააკისრა

სასამართლომ კენიის ექსპრეზიდენტს მიწის მითვისების გამო $10,5 მილიონის გადახდა დააკისრა

კენიის სასამართლომ ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტს დენიელ არაპ მოის კენიელი ქალის კუთვნილი მიწის მითვისების გამო კომპენსაციის სახით 1,06 მილიარდი შილინგის (10,5 მილიონი დოლარის) გადახდა დააკისრა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

მოსამართლის განცხადებით, დენიელ არაპ მოიმ მოქალაქე სიუზან ჩებურეტ ჩელუგუის კუთვნილი 210 ათასი კვადრატული მიწა მიითვისა.

მიწის უკანონო მითვისება 36 წლის წინ მოხდა, თუმცა კენიის პრეზიდენტის სახელზე ის მხოლოდ 2007 წელს გაფორმდა.

94 წლის დენიელ არაპ მოის განცხადებით, მან მიწა 2007 წელს კერძო კომპანიას მიჰყიდა, თუმცა როგორ აღმოჩნდა მიწა მის მფლობელობაში, კენიის ყოფილმა პრეზიდენტმა ვერ განმარტა.

დენიელ არაპ მოი კენიის პრეზიდენტის პოსტს 1978-2002 წლებში იკავებდა.