ღრმა ფორმაში ათქვიფეთ კვერცხი, ჩაამატეთ (ჩაატეხეთ) ყველი (მშრალი ყველი უმჯობესია) ჩააჭერით ბულგარული წიწაკა, დაასხით რძე და წყალი. სულ ბოლოს კი, მოაყარეთ პილპილი და მარილი.
შემდეგ დაამატეთ მოუხარშავი მაკარონი, მოურიეთ და ამ მასას ზემოდან დაადეთ კარაქი.
სულ ბოლოს, ეს ყველაფერი მოათავსეთ გახურებულ ღუმელში 45 წუთის განმავლობაში, 180 გრადუსზე და კერძიც მზადაა.
ინგრედიენტები:
1.5 ლიტრი რძე,
1/2 ლიტრი წყალი,
1 შეკვრა 500გრამი მაკარონი,
6 კვერცხი,
500 გრამი ყველი,
1 მწვანე ბულგარული წიწაკა,
50 გრამი კარაქი,
პილპილი და მარილი გემოვნებით.
მისაყოლებლად რეკომენდირებული ღვინო: ოცხანური საფერე.