ეს რეცეპტი ნამდვილი აღმოჩენა იქნება დიასახლისებისთვის და არა მარტო მათთვის. ყველასთვის, ვინც ზრუნავს საკუთარ სხეულსა და წონაზე. გარდა ამისა, ყვავილოვანი კომბოსტო – ეს არის ბოსტნეული, რომელიც შეიცავს დიდი რაოდენობით მცენარეულ ცილას, ვიტამინებსა და მინერალებს. ერთი სიტყვით, მისგან მხოლოდ სარგებელია, კალორიების მინიმუმი და რაც მთავარია, ხელმისაწვდომია!
ინგრედიენტები
ყვავილოვანი კომბოსტო - საშუალო ზომის, 1 ცალი
გაწურული მაწონი ან ბერძნული იოგურტი - 300 მლ
ზეთი - 1 ს/კ
1 ლიმონის წვენი
ხმელი ქონდარი - 1 ს/კ
ნიორი - 2 კბილი
კარის ფხვნილი - 1 ჩ/კ
ზღვის მარილი - 2 ჩ/კ
შავი პილპილი
მომზადების წესები
გაახურეთ ღუმელი 200 გრადუსზე და წაუსვით ტაფას ცხიმი.
კარგად გარეცხეთ კომბოსტო, გაასუფთავეთ, თუკი ეს აუცილებელია.
დიდ ჯამში ერთმანეთში აურიეთ იოგურტი, დაჭრილი, ან დაჭყლეტილი ნიორი, ლიმონის წვენი და სანელებლები.
მიღებულ მარინადში ამოავლეთ გარეცხილი და წყლისგან დაწურული კომბოსტო. დადეთ ცხიმწასმულ ტაფაზე და შედგით ღუმელში. აცხვეთ 30-40 წუთის განმავლობაში.