შინ მომზადებული ყველის ყველაზე სწრაფი რეცეპტი - ბევრად ჯობია ნაყიდს!

შინ მომზადებული ყველის ყველაზე სწრაფი რეცეპტი - ბევრად ჯობია ნაყიდს!

ინგრედიენტები

ხაჭო - მაღალცხიმიანი, 500 გ

რძე - ცხიმიანი, 500 მლ

კარაქი - 50 გ

სოდა 1 ჩკ

კვერცხი - 1 ცალი

მარილი - გემოვნებით

მომზადების წესები

ჩაასხით ქვაბში რძე. დაუმატეთ ხაჭო, დადგით საშუალო ცეცხლზე და ურიეთ ხის კოვზით. ადუღეთ 10-15 წუთი.

მოკეცეთ რამდენიმე ფენად მარლა, დააფინეთ საწურზე და გადაიტანეთ მასზე რძისა და ხაჭოს მასა.

გაადნეთ კარაქი ქვაბში და ათავიფეთ მასთან ერთად კვერცხი. დაუმატეთ სოდა. დააცადეთ, სანამ შეიკვრება კვერცხი, შემდეგ კი დაუმატეთ რძისა და ხაჭოს მასა.

დადგით მიღებული მასა დაბალ ცეცხლზე და ისე, რომ შეუჩერებლად ურიეთ, ადუღეთ 5 წუთ.

როცა ყველი ნაზი ყვითელი ფერის გახდება, გადმოდგით ცეცხლიდან.

სასურველი ფორმის ჯამაში ჩააფინეთ მარლა და ჩაასხით ყველის მასა. მოათავსეთ მაცივარში, სანამ ყველი კარგად არ გამკვრივდება.