კოქტეილი – ავსტრალიელთა თავის ტკივილი

კოქტეილი – ავსტრალიელთა თავის ტკივილი

ცნობილი გახდა, რომ “მწვანე კონტინენტზე“ არსებული ერთადერთი სახელმწიფოს – ავსტრალიის ხელისუფლება გადასახადებს უზრდის დაბალალკოჰოლიანი კოქტეილის მწარმოებლებსა და ბარებს, სადაც მსგავსი სასმელი იყიდება.. ავსტრალიის მთავრობის ამ გადაწყვეტილებამ უკვე მოიპოვა საზოგადოების მხარდაჭერა, რადგან უკანასკნელ წლებში ახალგაზრდობაში მეტად გახშირდა დაბალალკოჰოლიანი სასმელების მოხმარება.

 

ქვეყანაში არომატიზირებული ალკოჰოლიანი სასმელის (განსაკუთრებით, კოქტეილის) მოხმარების ნამდვილი ბუმია. ავსტრალია ერთ სულ მოსახლეზე ამგვარი სასმელის მოხმარებით მსოფლიოში პირველ ადგილზეა და ბევრად უსწრებს დიდ ბრიტანეთსა და ახალ ზელანდიას.

 

პრემიერ მინისტრი ჯონ ჰოვარდი აცხადებს, რომ ალკოჰოლის უზომო მოხმარება ერთ-ერთ აქტუალურ პრობლემად ითვლება ავსტრალიის მოსახლეობაში. გადასახადებიდან ამოღებული თანხის უმეტესი ნაწილი დააფინანსებს ახალგაზრდებში ალკოჰოლის მოხმარების წინააღმდეგ მიმართულ აღმზრდელობით პროგრამებს.