ოთო ნემსაძის კომპოზიცია იმ კატეგორიის არის, რომლითაც შესვენებებს ავსებენ, და არა ევროპის ვიზიის სცენაზე ასრულებენ

ოთო ნემსაძის კომპოზიცია იმ კატეგორიის არის, რომლითაც შესვენებებს ავსებენ, და არა ევროპის ვიზიის სცენაზე ასრულებენ

პუბლიცისტი დავით კალანდია ევროვიზიაზე საქართველოს უკვე წარომადგენელ ოთო ნემსაძეს და მის სიმღერას აფასებს.

“პირველად მოვისმინე მომღერალი ოთო ნემსაძე. შემიძლია ვთქვა, რომ საკმაოდ კარგი ხმა აქვს, მაგრამ კომპოზიცია, რომელიც მან ევროვიზიისთვის აირჩია, არ ვარგა ევროვიზიისთვის.  ის კომპოზიცია საერთოდ არ არის საესტრადო შოუს კომპოზიცია. ის კომპოზიცია გამოდგებოდა რამე ეთნიკურ-დასარტყამ ანსამბლის კონცერტისთვინ.

ცოტა ნაფტალინის სუნი დაჰკრამს იმ კომპოზიციას.

ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ჩემი მოკრძალებული აზრია. ევროვიზია საერთოდ არაფერი კონკურსია და მისი ფასი და მნიშვნელობა მე დღემდე არ მესმის. თუმცა თავის დროზე ევროვიზიაში ისეთი სუპერ ჯგუფი მონაწილეობდა (და გაიმარჯვა კიდეც), როგორიც არის ABBA. ხოდა ABBA-ს 1974 წელს გამარჯვებული სიმღერა Waterloo, დღეს უფრო თანამედროვედ ჟღერს, ვიდრე ოთო ნემსაძის 2019 წლის კომპოზიცია “სულ წინ იარე არ წაიქცე”. ოთო ნემსაძის კომპოზიცია იმ კატეგორიის არის, რომლითაც შესვენებებს ავსებენ, და არა ევროპის ვიზიის სცენაზე ასრულებენ.”– წერს დავით კალანდია.