გიორგი გიგაური სპაიდერმენის წინააღმდეგ – დააკვირდით ფოტოზე ამ სპაიდერმენის სატანისტურ მისალმებას

გიორგი გიგაური სპაიდერმენის წინააღმდეგ – დააკვირდით ფოტოზე ამ სპაიდერმენის სატანისტურ მისალმებას

ჟურნალისტი გიორგი გიგაური გლდანში მომხდარ შემთხვევას ეხმაურება რომლის დროსაც 4 წლის ბავშვი “სპაიდერმენის” ფორმით მე-8 სართულიდან გადმოხტა.

“4 წლის ბავშვი სიკვდილს ვაზმა გადაარჩინა!

/ნუ მიუყვანთ შვილებს საკუთარი ხელით სატანას!/

გლდანში, 4 წლის ბავშვი გადმომხტარა მერვე სართულიდან!

სპაიდერმენის ფორმაში ჩაცმული – აშკარად ამ პერსონაჟს ანსახიერებდა…

ბავშვი, მადლობა ღმერთს, გადარჩა, ხეივანმა გადაარჩინა!

ვაზმა!

სამწუხაროდ, ჩვენში ბევრმა არ იცის, რა უბედურებაში ხვევენ საკუთარ შვილებს, როცა ასე ასპაიდერმენებენ და აბეტმენებენ!

ის კი არა, შვილების დაბადების დღის ტორტებს სპაიდერმენ-ობობას გამოსახულებით უკვეთავენ…

დააკვირდით ფოტოზე ამ სპაიდერმენის სატანისტურ მისალმებას – ზემოთ აწეული ნეკა და საჩვენებელი თითის კომბინაცია სატანის რქებს გამოსახავს!

ისევე, როგორც ბეტმენის ყურები – სატანის რქებია!

რაც არ უნდა აბსურდულად მოგეჩვენოთ, რაც არ უნდა ,,შეთქმულების თეორიად” მონათლონ ტვინცარიელმა ლიბერასტებმა ეს ყველაფერი, იცოდეთ და ყველას გააგებინეთ:

ეს ადამიანი-ობობები, ადამიანი-ღამურები და ბნელეთის მსგავსი პერსონაჟები გლობალისტური ძალების პოპკულტურის მიერ სპეციალურად არის შექმნილი ბავშვების ზომბირებისთვის და დეგენერაციისთვის!

აბა, წიქარას და ცისკარას კი არ ვაყვარებთ ბავშვებს…

და ისევ ვაზმა გადაარჩინა პატარა ესეც მრავლისმეტყველია…

გვფარავდეს უფალი!” – წერს გიგაური