ბათუმის საკრებულოს ფრაქცია ,,ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის პასუხი სააკაშვილს

ბათუმის საკრებულოს ფრაქცია ,,ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის პასუხი სააკაშვილს

სხვა რომ არაფერი, სიმონ ართმელაძის სახელი და დიდება ეყოფა მთელ ხულოს რაიონს ბარე მთელი საუკუნე, – ამის შესახებ ბათუმის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე მირდატ ქამადაძემ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საპასუხოდ სოციალურ ქსელში დაწერა.

„ჩემი ბავშვობის დიდი ნაწილი ხულოს ულამაზეს სოფელ ვაშლოვანში გავატარე. ყოველთვის სიხარულით მივისწრაფოდი, რადგანაც იქ მელოდა ჩემი ბაბუის, ალექსანდრე აბულაძის და დიდედის, ლამარა თედიაშვილის უზომოდ დიდი სითბო და სიყვარული. დღეს, როცა მეკითხებიან რა არის ბედნიერებაო, ჩემდაუნებურად პირველ რიგში თვალწინ ამ ადამიანების შემოგებება წარმომიდგება. ამ სოფელში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ძალიან კარგი მხატვარი და პედაგოგი, ყოველთვის მოწესრიგებული, დინჯი და გაწონასწორებული ადამიანი სიმონ ართმელაძე, იგივე სიმონ ბაბუა ჩემთვის. ჩვენ ერთი ეზო გვქონდა. სხვა რომ არაფერი, ამ ადამიანის სახელი და დიდება ეყოფა მთელ ხულოს რაიონს ბარე მთელი საუკუნე…“, – წერს საკუთარ „ფეისბუქგვერდზე“ მირდატ ქამადაძე.

შეგახსენებთ, მიუხენში მიხეილ სააკაშვილი ემიგრანტებს შეხვდა სადაც ხულოს მუნიციპალიტეტში არსებულ სამხატვრო გალერეაზე ისაუბრა. სწორედ ამ გალერეაშია გამოფენილი სიმონ ართმელიძის ნამუშევრები.

,,ფსიქიატრები რომ გაუქმდნენ ვიცი, მაგრამ ხულოს სამხატვრო გალერეა რა არის? სამხატვრო გალერეა და ხულო რა შუაშია ერთმანეთთან?!” – განაცხადა სააკაშვილმა.