მომზადების დრო: 40 წუთი
ულუფა: 4
ინგრედიენტები
ფორთოხალი - 1
მზა ფენოვანი ცომი - 250 გ
ნუში - 50 გ
კარაქი - 1 ს.კ
დარიჩინი - 1/2 ჩ.კ
მიხაკი - დანის წვერით
შაქარი - 2 ს.კ
კვერცხი - 1
მომზადების წესები
ცომი მსუბუქად გააბრტყელეთ. გამოჭერით 4 მოზრდილი და 4 შედარებით მომცრო წრე. დიდი ზომის წრეები ამოჭერით შუაგულში ისე, როგოერც ფოტოზეა ნაჩვენები. გადაიტანეთ ქაღალდდაფენილ ტაფაზე და გადმოუკეცეთ ამოჭრილი შუაგული კიდეებისკენ. მიიღებთ მზის მსგავს ფორმას. ზემოდან დაადეთ მომცრო წრე, რომელის კიდეებიც უნდა გადმოდიოდეს ზემოდან და პატარა თასის ფორმას იღებდეს.
ნუში, სანელებლები, კარაქი და შაქარი ბლენდერში ერთიან მასად აქციეთ. ფორთოხალი გათალეთ ისე რომ თეთრი კანი საერთოდ არ მიჰყვეს. დაჭერით რგოლებად.
ცომს გადაუსვით ნაპირებზე ათქვეფილი კვერცხი, გულში ჩაუდეთ ნუშიანი მასა. დაადეთ ფორთოხლის რგოლი. გამოაცხეთ 180 გრადუსზე, 20-25 წუთი.