გაოგნებული ვარ, ასე როგორ გამიმეტეთ

გაოგნებული ვარ, ასე როგორ გამიმეტეთ

17 მაისს, საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის ორგანიზებით ოჯახის სიწმინდის დღისადმი მიძღვნილი კონცერტია დაგეგმილი, რომელშიც ქართველი მომღერლები მონაწილეობენ. რამდენიმე მათგანმა კი ამ კონცერტში მონაწილეობაზე უარი განაცხადა, მათ შორის არის თამარ ჭოხონელიძე, რომელიც განმარტავს მიზეზს, თუ რატომ თქვა უარი აღნიშნულ კონცერტში მონაწილეობის მიღებაზე.

როგორც მომღერალმა გადაცემა რეაქცია”-ში სტუმრობისას თქვა, მან ამ კონცერტში მონაწილეობაზე უარი თქვა იმ მიზეზით, რომ ეს იქნებოდა დაპირისპირება ორ მხარეს შორის, რისიც მას ეშინია, გარდა ამისა, თამარ ჭოხონელიძე ამბობს, რომ ის არ ეთანხმება ეკლესიის პოლიტიკას და არ არის ვალდებული ბრმად ენდოს დადგენილ პოლიტიკას. მისივე თქმით, სხვა დღეს რომ ყოფილიყო დაგეგმილი ეს კონცერტი, ის არ იტყოდა უარს.

თამარ ჭოხონელიძე აღშფოთებულია და ნაწყენია საზოგადოების  ნაწილის მიერ გამოჩენილი ზიზღისა და აგრესიის გამო მისი და კულტურის სფეროს ცალკეული წარომადგენლების მიმართ, რომლემსაც ქვეყნისთვის რაღაც გაუკეთებიათ, თუმცა ამ აგრესიამ ყველაფერი გადააფასა.

“ჩემი აზრით ეს არ არის რელიგიური კუთხით, ეს უფრო საპატრიარქოს პოლიტიკაა და ეს ყველაფერი დამტკიცდა 2013 წელს, როდესაც რუსთაველის გამზირზე ხალხი შეიკრიბა ჰომოფობიასთან ბრძოლისთვის და ისინი ამბობდნენ, რომ ეს ყველაფერი ცუდია, მახსოვს, რომ საპატრიარქო განზე არ იდგა. მე, როგორც მოქალაქე, რატომ ვარ ვალდებული, რომ ეკლესიის პოლიტიკას ბრმად გავყვე?

სხვათაშორის, პატრიარქს ძალიან კარგად ვიცნობ, მე მას ძალიან ვუყვარვარ და მე ის ძალიან მიყვარს. როდესაც მე დავინახე დაპირისპირება და ამის საშიშროება. დამაბრალეს ისეთი უნამუსობა და საერთოდ, ქართველმა ხალხმა გამოავლინა ის საშინელი სიბნელე, რომელსაც კი ველოდებოდი, მაგრამ მთლად ასეთს არა. ჩენ ვყოფილვართ ის ხალხი, რომელსაც ერთ წამში შეგვიძლია გადავთელოთ ერთმანეთი, რაც გავიკეთებია, არაფერი აღარ არსებობს. ასე გვეზიზღებოდეს ერთმანეთი? ხალხო რა დაგემართათ?  ასეთი ზიზღით როგორ დადიხართ ამ ქვეყანაზე?  მე ვარ გაოგნებული. მინდა გთხოვოთ, გემუდაროთ და როგორც ქალმა ჩემი პოზიცია დაგიფიქსიროთ, რომ დაპირისპირების შიშის გამო გავაკეთე ეს ყველაფერი, ასე როგორ გამიმეტეთ ან მე, ან ნატო მეტონიძე, ან ნინო ქათამაძე, ჩვენ არაფერი გაგვიკეთებია საქართველოსთვის? არ გრცხვენიათ ამხელა ზიზღის გამოვლენა? “- განაცხადა თამრიკო ჭოხონელიძემ გადაცემაში “რეაქცია.”

thrgg@yahoo.com ჩალის ფასადაც აღარ ღირხართ არცერთი, ზუსტად მაგ საქციელით აპირისპირებთ ერთმანეთთან ხალხს კიკაბიძესავით, ამის ჭკუაც აღარა გაქვთ, ფუუუ მართლაც რა სიბნელეა ...
5 წლის უკან
სოციალისტი ეს ქალი რაღამ გადარია? ეტყობა ლუგარის ლაბორატორიიდან რაღაც ვირუსმა გაჟონა და გამოატვინა ზოგ-ზოგიერთები. შრჩევითად მოქმედებს ეტყობა!
5 წლის უკან