ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია “ფეისბუქლაივის" ჩართვისას სანდრა რულოვსის მხარდასაჭერად მეგრულად ამეტყველდა:
“სირცხვილია იმაზე ლაპარაკი, რომ ქალია, ჰოლანდიელია, იმიტომ რომ საქართველოს მოქალაქეა… ქალის დიფერენცირება სამეგრელოში არასდროს შემიმჩნევია და ეს თუ ახლა მოხდა, სირცხვილია. საქართველოს მოქალაქეა რომელიც მეგრულად საუბრობს. მეგრული სპეციალურად ისწავლა. ეს ჩემ მეგრულ გულს მალამოდ ეფინება, მაგრამ მთავარი არც სანდრაა, არც არჩევნებია და არც ზუგდიდი მერი. აბსოლუტურად სხვა რამე ხდება სამეგრელოში.
როგორც ზუგდიდელისთვის, ჩემთვის ზუგდიდია მნიშვნელოვანი და მინდა ჩემს მეგრელებს მივმართო, ჩვენს ენაზე რომელიც მე ძალიან მიყვარს და არ ვიცი კარგად, მაგრამ ვსწავლობ. ძალიან მინდა თავისუფლად ვლაპარაკობდე და აუცილებლად მოვახერხებ ამას.
მარგალეფ, თე დიდახოდილ ყვარიას დუგოშკურინეს დო დუგამარცხეს და ონჯღორე ჩქინი, არაძაში.
ჩქინი, არძა მარგალეფიშ, ირდიხას, ონჯღორე ზუგიდიშ დო ზუგიდარეფიშ. სამარგალოშ მთვარ ქალაქ რე ზუგდიდი დო ჩქიმ ქალაქ რე, ოჯღორე რე…
თენა ვარე სანდრას არჩევნები, თენა რე დიდა ხოდილ ყვარიაშ გინორაგვაფა. მუქით ოკო დიჭყას ზუგდიდშე, ირფელ ოკო დიჭყას ზუგდიდშე. ირფე ჯგირქ ოკო დიჭყას ზუგიდშე“ - ასე მიმართა გვარამიამ ზუგდიდელებს.