მედეა ადამია ევროპაში მცხოვრებ ახალგაზრდებზე და მათ შრომისმოყვარეობაზე წერს.
ევროპა და ევროპელობა უნდათ… თავს ადარებენ ევროპელ ახალგაზრდებს! სირცხვილია!!!
იცით რომელ საათზე იღვიძებენ და დგებიან ევროპელი ახალგაზრდები? დილის 4:00 სთ-ზე, თუ გაუმართლათ და შედარებით ახლოს აქვთ სასწავლებლები ან სამსახურები იმ შემთხვევაში 6:00 სთ-ზე.
დილით საზოგადოებრივი ტრანსპორტები გადაჭედილია ახალგაზრდებით ხელში წიგნებით და კონსპექტებით. მთელ დღეს სასწავლებლებში ატარებენ და დამატებით სტუდენტურ სამსახურებში მუშაობენ რომ სწავლის და ბინის ხარჯები თავად აინაზღაურონ იმიტომ რომ ევროპელ ახალგაზრდებს არ აზულუქებენ მშობლები და პატარა ასაკიდანვე ასწავლიან დამოუკიდებლობის, შრომის და სწავლის ფასს.
ევროპელმა ახალგაზრდებმა იციან როგორ გადაანაწილონ სწორად თუნდაც ის მცირე შემოსავალი რაც მათ სტუდენტური სამსახურებიდან აქვთ. წლობით აგროვებენ ფულს იმისთვის რომ ავტომობილის მართვის მოწმობა აიღონ რომლის საფასური 2000 ევროს აჭარბებს და განა იმიტომ რომ მშობლები ამის გამო მანქანით დააჯილდოვებენ ან რომელიმე დაბადების დღეზე უყიდიან, არა! მართვის მოწმობებს უკეთესი ანუ შედარებით მაღალ ანაზღაურებადი სამსახურისთვის იყენებენ. ევროპელი ახალგაზრდები ერთმანეთს თავს ტელეფონებით და ჩასაცმელებით არ აწონებენ.
ევროპელი ახალგაზრდები თავისუფალ დროს (რომელუც მხოლოდ დღენახევარია, ანუ პარასკევი საღამო და შაბათი მთელი დღე. კვირას ყველა ისვენებს იმიტომ რომ დილით ადრე გამოძინებულები და საღი გონებით უნდა წავიდნენ სასწავლებლებსა თუ სამსახურებში) ოჯახურ და მეგობრულ წრეში ატარებენ. კოლექტიურად დადიან მუზეუმებში, გადიან ქალაქგარეთ დასასვენებელ ადგილებში, სეირნობენ ბუნებაში, მართავენ ე.წ პიკნიკებს… რაც შეეხება ღამის გართობას, კლუბებში (რომლებშიც არც თუ ისე იშვიათად ტარდება ანტი ნარკოტიკული რეიდები) ჩამოსულებს უფრო შეხვდებით ვიდრე ადგილობრივებს.
ევროპელობა ქართველებისთვის თავისუფლებასთან მოიაზრება თუმცა ევროპელ ახალგაზრდებს იმაზე მეტი შეზღუდვები და კონტროლი აქვთ ვიდრე რომელიმე ქართველ ახალგაზრდას წარმოუდგენია ან უნახავს საქართველიში. ევროპელი ახალგაზრდები კანონმორჩილები, გაწონასწორებულები და უაღრესად ზრდილობიანები არიან. ისინი არ ბილწსიტყვაობენ, არ არიან აგრესიულები. ყველაზე ხშირად გაიგონებთ სიტყვებს: მადლობა და გთხოვთ. იმდენი რამე შეიძლება დავწერო არ მეყოფა მთელი დღე მაგრამ შესადარებლად ესეც საკმარისია. ევროპა არის კულტურა, ზრდილობა, განათლება, შრომა და დაფასება და არა აღვირახსნილობა, უზნეობა და სიბინძურე”– წერს მედეა ადამია.