ელისო კილაძე პატრიარქს აკრიტიკებს – შვებაა ამდენი გაჭირვებული მრევლის პირობებში ლხენა?

ელისო კილაძე პატრიარქს აკრიტიკებს – შვებაა ამდენი გაჭირვებული მრევლის პირობებში ლხენა?

“ქრონიკა პლიუსის” რედაქტორი ელისო კილაძე სოციალურ ქსელში საქართველოს პატრიარქს აკრიტიკებს:

“გასაგებია რომ გუშინ დიდი “დღესასწაული ” იყო, მაგრამ ის ნამდვილად გაუგებარია, რაღა მთაწმინდაზე აღნიშნა ეს დღესასწაული საპატრიარქომ? არავის ჯიბეში არ ვაპირებ ფულის თვლას, მაგრამ იმ ქეიფის თანხა,რომელსაც მისი უწმინდესობაც ესწრებოდა, ვინ გადაიხადა? ჩვენ? გადასახადის გადამხდელებმა? იმ თანხით იქეიფეს, რომელიც სარეზერვო ფინდიდან გამოყო მთავრობამ? არ დამიწყოთ ახლა პატრიარქი რომ იყო იმ სუფრაზე როგორ ვსაუბრობ. მინიმუმ უხერხული არ არის ამდენი უპოვარის ობლის, ქვრივის მწყემსები ასე რომ ფლანგავენ ხალხის დოვლათს? კარგით არ იყო ბიუჯეტის ფული, თუ ეკლესიის იყო (საიდან ეს ცალკე საკითხია), მაგ შემთხვევაში შვებაა ამდენი გაჭირვებული მრევლის პირობებში ლხენა? ეგეც არ იყოს მართლა არანაირი უხერხულობის გრძნობა არ გაქვთ არავის? ჰო ისე, ზვიად გამსახურდიას ქვეყნიდან გაძევების მეორე დღესაც არაფერი აკლდა საპატრიარქოში გამართულ ბანკეტს. სადღეგრძელოებიც ხომ არ გავახსენო მავანს? სირცხვილია – მართლა სირცხვილია, ის რაც ახლა საპატრიარქოში ხდება !” – წერს კილაძე

უ ც ხ ო :
ეს ის შემთხვევაა, როცა სავსებით ვეთანხმები ამ ქალბატონს!
6 წლის უკან