6 მითი წამლების შესახებ, რომლებსაც არ უნდა დაუჯეროთ

6 მითი წამლების შესახებ, რომლებსაც არ უნდა დაუჯეროთ

ჩასახვის საწინააღმდეგო აბები ზრდის კიბოს განვითარების რისკს

უკანასკნელმა კვლევებმა აჩვენეს, რომ კონტრაცეპტივების მიღება არა მხოლოდ არ ზრდის კიბოს განვითარების რისკს, არამედ ამცირებს მას. ასევე ქალები, რომლებიც იღებენ ჩასახვის საწინააღმდეგო აბებს, უფრო იშვიათად ავადდებიან საშვილოსნოს, საკვერცხეების, სწორი ნაწლავის და ნებისმიერი სხვა კიბოთი. გარდა ამისა, აბების უფრო ხანგრძლივი მიღება ზრდის „კიბოს საწინააღმდეგო“ მოქმედებას.

ჰომეოპათია აბსოლუტურად უსაფრთხოა

ჰომეოპათია ოფიციალურად არ არის აღიარებული როგორც მეცნიერება, მაგრამ ჰომეოპათიური პრეპარატები შეიძლება შეიცავდნენ აქტიური ნივთიერებების მცირე დოზებს. ამიტომ, თუ მივიღებთ ამ წამლებს დიდხანს და დიდი რაოდენობით, აქტიური ნივთიერება გროვდება ორგანიზმში და შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები და შევიდეს ურთიერთქმედებაში სხვა პრეპარატებთან და ამით კი შეცვალოს მკურნალობის მსვლელობა.

რაც უფრო ძვირია წამალი, მით უფრო ეფექტურია

ადამიანების გონებაში გამჯდარია რწმენა, რომ რაც უფრო ძვირია წამალი - მით უკეთესია. და თუ საქმე ჯანმრთელობას ეხება, აქ ეკონომია სულაც არ არის საჭირო. მაგრამ ხშირად წამლებს გააჩნია ანალოგები, რომლებიც უფრო იაფი ღირს და ამავდროულად არაფრით არ ჩამოუვარდება ძვირადღირებულებს. დანიშნული პრეპარატის თვითნებურად შეცვლა არაფრით არ შეიძლება, ეს უნდა განიხილოთ ექიმთან.

ფიტოპრეპარატები ქიმიაზე უკეთესია

ჩვენ ვთვლით, რომ ნატურალური კომპონენტებისგან დამზადებული წამლები უსაფრთხოა. რეალურად აღმოჩნდა, რომ ფიტოპრეპარატები უფრო ხშირად, ვიდრე ვფიქრობთ, იწვევენ ალერგიას, მოწამვლას და გაუთვალისწინებელ რეაქციებს. ასე იმიტომ ხდება, რომ ბალახი შეიძლება შეიცავდეს შხამიან ნივთიერებებსა და ალკალოიდებს, ამიტომაც არ შეიძლება უკონტროლოდ მათი გამოყენება და დოზების გაზრდა.

თუ ადრე არ გქონდათ ალერგია რომელიმე პრეპარატზე, მაშინ აღარ გექნებათ

ნებისმიერი ალერგია, მათ შორის წამლებზეც, შეიძლება გაუჩნდეს ადამიანს, რომელსაც ადრე არ ჰქონდა მიდრეკილება ალერგიისადმი. ეს დაკავშირებულია ორგანიზმში მიმდინარე ცვლილებებთან. ყველაზე ხშირად იწვევენ ალერგიას ფიტოპრეპარატები, ანტიბიოტიკები, განსაკუთრებით პენიცილინი, და ისეთი ტკივილგამაყუჩებლები, როგორიც არის იბუპროფენი და ასპირინი.

ანტიბიოტიკების მიღებისას დისბაქტერიოზს ვერ ასცდებით

ანტიბიოტიკების მიღებისას აუცილებელი არაა კუჭ-ნაწლავის პრობლემები შეგექმნათ. მათი ნეგატიური ზემოქმედება დამოკიდებულია ორგანიზმის მდგომარეობაზე, მისი ინდივიდუალური რეაქციით, პრეპარატის მიღების სისწორესა და მის სიახლეზე. მაგალითად, ადამიანი, რომელიც ხშირად იყენებს ანტიბიოტიკებს, განსაკუთრებით ექიმის დანიშნულების გარეშე, დიდი ალბათობით წააწყდება დისბაქტერიოზის უსიამოვნო გამოვლინებებს. გარდა ამისა, ბევრი თანამედროვე ანტიბიოტიკი უფრო გაუმჯობესებულია და არ იწვევს კუჭნაწლავის პრობლემებს.