“ეს ზუგდიდელების სირცხვილია…”

“ეს ზუგდიდელების სირცხვილია…”

ზუგდიდში დადიანების სასახლესთან დაპირისპირება მოხდა, სადაც “ნაციონალური მოძრაობისა” და “ქართული ოცნების” წარმომადგენლები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. შეხლა-შემოხლისას ადგილზე იმყოფებოდა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მერობის კანდიდატი სანდრა რულოვსი.

დაპირისპირება სავარაუდოდ საკრებულოდან დაიწყო, სადაც სხდომის დამთავრების შემდეგ სანდრა რულოვსმა „ქართული ოცნების“ საკრებულოს ერთ-ერთ წევრს ბრალდებებით მიმართა, ის ამომრჩევლის მოსყიდვასა და დაშინებაში დაადანაშაულა, რასაც შემდეგ ურთიერთბრალდებები და დაპირისპირება მოჰყვა.

მომხდარის შემდეგ სანდრა რულოვსმა ჟურნალისტებთან აღნიშნულზე კომენტარი გააკეთა, მისი თქმით ფაქტი რომელმაც დაპირისპირება გამოიწვია ზუგდიდელების სირცხვილია.