არ აქვს მნიშვნელობა რომელი მხარე იქნება დმანაშავე – მივცემთ პასუხისმგებაში – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან ზუგდიდში მიმდინარე ინციდენტებზე საუბრისას განაცხადა. მინისტრის განცხადებით შინაგან საქმეთა სამინისტრო 19 მაისს დაგეგმილი შუალედური არჩევნბის მშვიდ რეჟიმში ჩატარებას უზრუნველყოფს.
,,ყველა შემთხვევა იქნება დეტალურად გამოძიებული, არ აქვს მნიშვნელობა რომელი მხარე იქნება დმანაშავე – მივცემთ პასუხისმგებაში, მე რასაც ვპირდები გინდა ოპოზიციას და გინდაც ჩვენი გუნდის წევრებს იმას ყოველთვის ვასრულებ. არავის არ მივცემთ იმის საშუალებას, რომ დეზიმფორმაციით და პროვოკაციებით მოხდეს არჩევნების დისკრედიტაცია, ამიტომ ყველას მოგიწოდებთ წყნარად მშვიდად ჩავატაროთ არჩევნები, მივცეთ ჩვენს მოქალაქეებს გამოხატონ თავისი არჩევანი მშვიდ გარემოში რასაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს. “ -განაცხადა გიორგი გახარიამ