“მე ვარ შვილმკვდარი მამა და შურს ვიძიებ,”

“მე ვარ შვილმკვდარი მამა და შურს ვიძიებ,”

“მე მყავს ორი შვილი და ძალიან კარგად ვიცი რას ნიშნავს შვილის სიყვარული. მაგრამ ჩემი შვილები არიან ასევე ქუთაისი პარლამენტი, რომელიც მოკლეს და გაანადგურეს, ჩემი შვილი იყო ამერიკული ტექნოლოგიური უნივერსიტეტი ბათუმში, რომელიც ამ ოროსანმა და ავადმყოფმა გაანადგურა ძალიან შეგნებულად და გააბანძა იდეა. ჩემი შვილი იყო ქართული ჯანდაცვის სისტემა, რომელიც გაანადგურეს, ჩემი შვილი იყო შეიარაღებული ძალები, რომელიც პრაქტიკულად გაანადგურეს, ჩემი შვილი იყო ქართული სამხედრო წარმოება რომელიც მომიკლეს. მე ვარ ნამდვილად შვილმკვდარი მამა, შეიძლება ზოგიერთი გააჩერო, მაგრამ როგორც მაჩალიკაშვილი ვერ გააჩერეს , მეც ვერ გამაჩერებენ და ნამდვილად ბოლომდე ვიძიებ შურს ჩემი შვილის მკვლელებზე” – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილმა  მიუნხენში ემიგრანტებთან გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა. სააკაშვილის ამ ვიდეოს რუსთავი ორი ავრცელებს.

 

thrgg@yahoo.com ფლორიდას მიხედე, ფლორიდას, ოკეანის ნაპირზე, იქ არის შენი სამშობლო, ცხრს მთასა და ცხრა ზღვას იქით ...
6 წლის უკან
amo მოსხლეობის 20% რომ მიშისტი ეყოლება, იმ ერს რამე ეშველება? გავიგე ბატონო, რომ ბევრი რამ გაკეთდა მის დროს, მაგრამ ბევრიც ხომ გაფუჭდა? დავკარგეთ ტერიტორიები, ჯარისკაცები, ახალგაზრდები, ვძალაობდით, წახალისებული იყო უზნეობა. არ იყო ასე? იყო. არ მოგწონთ ეს ხელისუფლება? კი ბატონო, მაგრამ უვარგისი ძველი რატომ უნდა დაბრუნდეს? იმიტომ ხომ არა, რომ მენტალიტეტით მათი ნაწილი ხართ?
6 წლის უკან
თამაზი შენნაირი მამას შესცა მიხოს ლურჯა ვირმა
5 წლის უკან