"ბევრ რამეს ცრუობს.. ჯერ თვალებში ჩახედოს თავის ოჯახს, მერე ყურანზე დაიფიცოს, რომ მე, იქ ვიყავი"

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილმა პირველმა მოადგილემ, იოსებ გოგაშვილმა ტელეკომპანია „იმედის" ეთერში „ქრონიკასთან" უნტერვიუში განაცხადა, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილი ბევრ რამეს ცრუობს. გოგაშვილმა თბილისსა და პანკისში ჩატარებულ სპეცოპერაციებზე და ტერორისტული აქტის მომზადების საქმეზე ისაუბრა.

მისი თქმით, მაჩალიკაშვილი „ნაციონალურმა მოძრაობამ" საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენა.

„ის თავის საკუთარ ოჯახსაც ატყუებს. იტყუებოდა თავიდან, როცა ამბობდა, რომ შეეშალათ სახლი და სხვაგან შევიდნენ, თუმცა ეს იყო სასამართლო განჩინებით. სასამართლო განჩინება თუ იყო თემირლან მაჩალიკაშვილზე, როგორ შეგვეშალა სახლი? შემდეგ ჩემს გარეგნობას აღწერდნენ. როგორც დღე და ღამე ისე განსხვავდებოდა როგორც აღმწერდნენ და რაც, ვარ. ჯერ თვალებში ჩახედოს თავის ოჯახს, მერე ყურანზე დაიფიცოს თუ მორწმუნე მუსლიმია, რომ მე, იქ ვიყავი და დამინახა და დაამტკიცოს თავის სიმართლე. - განაცხადა გოგაშვგილმა.