"ძალოვნები ბორჯომში ჩემი კანდიდატურის წინააღმდეგი იყვნენ, კვირიკაშვილმა იყოჩაღა მაშინ"

ძალოვნები ბორჯომში ჩემი კანდიდატურის წინააღმდეგი იყვნენ - აცხადებს დამოუკიდებელი დეპუტატი გედევან ფოფხაძე.

ფოფხაძემ დღეს მის მერვე გაკეთებული განცხადება განმარტა, სადაც მაია მიმინოშვილის პარტია "ქართულ ოცნებაში" დასაქმებაზე საუბრობდა. ფოფხაძე ამბობს, რომ პარტიაში ძალოვნების რეკომენდაციის გარეშე ვერავინ მოხვდება, მათ შორის ვერც საკრებულოს და ვერც პარლამენტის სიაში.

ფოფხაძე პირადად მის შემთხვევას იხსენებს და ამბობს, რომ მაშინ ყოფილმა პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა "იყოჩაღა" და ბორჯომში მისი კანდიდატურა გავიდა, რეალურად კი გამოკითხვებს ძალოვან უწყებები ატარებდნენ, რომლებმაც მას დაბალი მაჩვენებელი დაუწერეს.

"ახალი არაფერი არ მითქვამს და ჩემ თავზეც შემიძლია გითხრათ, რომ როდესაც ჩემი კანდიდატურა განიხილებოდა ბორჯომის მაჟორიტარობაზე, ძალოვნები წინააღმდეგი იყვნენ და ეს პოზიცია არაერთხელ დააფიქსირეს პოლიტსაბჭოზე. მე რომ არ ვყოფილიყავი პოლიტსაბჭოს წევრ რა თქმა უნდა ისინი შეძლებდნენ ამ გადაწყვეტილების შეცვლას...

გამოკითხვები, რომლებიც ტარდებოდა რეგიონებში, იყო ფიქტიური, რეალურად ამას ატარებდნენ ძალოვნები და როდესაც ჩემი კანდიდატურა განიხილებოდა, ძალოვნების პროცენტული მაჩვენებლები იდო, სადაც მე დამიფიქსირეს დაბალი მაჩვენებელი და დამიყენეს საკითხი, რომ ვინაიდან ასეთი დაბალი პროცენტი გაქვს რეიტინგულად, ჯობია თავი შეიკავო კენჭისყრაზეო

პოლიტსაბჭოზე მაშინ გიორგი კვირიკაშვილმა იყოჩაღა, დაუძახა პიარ ჯგუფს, რომლებიც შემოვიდნენ ჩემ მხარდასაჭერად და ეს პოზიცია შემობრუნდა მაშინ", - განაცხადა გედევან ფოფხაძემ "დღის ამბებში" საუბრისას.