კორტასარის “კლასობანა“ საქართველოში წლის ყველაზე გაყიდვადი წიგნია

კორტასარის “კლასობანა“ საქართველოში წლის ყველაზე გაყიდვადი წიგნია

დიდი მწერლის – ხულიო კორტასარის უპოპულარესი რომანი – “კლასობანა“, 2010 წლის მონაცემებით, ყველაზე რეიტინგული და გაყიდვადი წიგნია საქართველოში. ქართველი მკითხველი მსოფლიო ბესტსელერებს ყოველთვის სწრაფად იღებდა და მსოფლიოში პოპულარული წიგნები, საქართველოშიც მალევე ხდებოდა ყველაზე გაყიდვადი. “კლასობანა“ სწორედ ამ ტენდენციის ერთ–ერთი მაგალითია.

ხულიო კორტასარის "კლასობანა" თავიდან ბოლომდე არის იმის ახსნა და გაგება, თუ რა ხიბლი აქვს წიგნის კითხვის პრეცესს; როგორ შეიძლება ფურცელზე ჟღერდეს მუსიკა; გახდე ფაბულის უშუალო მონაწილე; შეგიპყროს სურვილმა – იმავე კაფეში იჯდე, სადაც ისინი სხედან, გეცვას მათ მსგავსად და მთავარ მოქმედ გმირებს თანაუგრძნობდე; სახლში გეჩქარებოდეს და მყუდროდ მოკალათებული კითხვას აგრძელებდე.

წინა წლების, საქართელოში, ყველაზე გაყიდვადი  წიგნ–ბესტსელერების უმეტესიობა, ფენტეზის ჟანრის წიგნები იყო და წიგნის რეიტინგულობას, ბავშვების დაინტერესება უწყობდა ხელს. მშობელთა უმეტესობა ხომ წიგნებს უპირველსად შვილების სურვილის შემდეგ ყიდულობს.  ხულიო კორტასარის რომანი კი, მისი ფრიად “ბავშვური“ დასახელების მიუხედავად, პოპულარული უფროსი ასაკის ქართველებში უფროა.