პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძე მედიის მიერ გავცრელებულ ინფორმაციას, რომლიც მიხედვითაც ,,ქართულმა ოცნებამ” და მისმა ლობისტებმა 2016 წელს გიგი წერეთლის მიმართ, რომელიც ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტად იყრიდა კენჭს ,,შავი პიარი” ააგორეს ფანტაზიის ნაყოფს უწოდებს და აღნიშნავს, რომ მსგავსი ინფორმაციის გავცრელებამდე მნიშვნელოვანია მისი არსებობიოს დამტკიცება.
„გავეცნოთ თითოეული ჩვენგანი ამ დოკუმენტს, დავრწმუნდეთ, რომ ეს არის სარწმუნო დოკუმენტი და მერე მივცეთ შეფასებები. არა ერთხელ მახსოვს, როდესაც მსგავსი ინფორმაციებით საზოგადებას უმტკიცებდნენ, რომ ეს იყო ფაქტი და შემდეგ აღმოჩნდებოდა, რომ ეს იყო ელემენტარული ტყუილი. დავრწმუნდეთ ყველა და მერე მივცეთ შეფასება. ჩემი აზრით, მსგავსი მოსაზრება არის ძალიან დიდი ფანტაზიის ნაყოფი. დავრწმუნდეთ, რომ ეს დოკუმენტი ნამდვილად არსებობს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.