ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღის დაწესება, საკანონმდებლო მასტურბაციაა – ამის შესახებ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ გადაცემა “კვირის აქცენტებში” განაცხადა.
“კონსტიტუციაში რომ შეიტანონ საქართველოს ღვთისმშობლის წილხვდომილობის რესპუბლიკა აღარ გამიკვირდება. ხალხნო, მეგობრებო, ადამიანებს შიათ, სწყურიათ, დასაქმება სჭირდებათ. ჩუკენობას თუ თავს დაანებებთ (ჩუკენობა მასტურბაციას ნიშნავს), ეს არის საკანონმდებლო მასტურბაცია. ეს არის ხალხის დაცინვა, ქართული ეკლესია ამაში რატომ არის ჩართული?
ამისთვის ფულის გამოყოფა რას ნიშნავს, ქართულ ეკლესიასაც ვეუბნები, ფული მშივრებს მიეცით, იმხელა დაფინასება რომ გაქვთ, მშივრებს აჭამეთ, რას ეკვეხებით საქართველოს ხელისუფლების დღის წესრიგში და რა დღესასწაულები მიაღებინეთ, რაზე ვლაპარაკობთ საერთოდ. მშივრებს დაეხმარეთ…”, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.
შეგახსენებთ, 2019 წლის 8 მაისს პარლამენტმა მესამე მოსმენით (96 მომხრე -არცერთი წინააღმდეგი) დაამტკიცა “შრომის კოდექსში” ცვლილებების პროექტი, რის საფუძველზეც 12 მაისი, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღე – იმედის დღე იქნება.
ცნობისთვის, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღესასწაულისთვის მთავრობამ 694 600 ლარი გამოყო.