“მიშას გადატრიალებული თვალების “გაპრავებას” ამ ამბით რომ ცდილობს ისედაც ფსკერია, მაგრამ მე მოაზროვნე ხალხის ამბავი მაკვირვებს”

“მიშას გადატრიალებული თვალების “გაპრავებას” ამ ამბით რომ ცდილობს ისედაც ფსკერია, მაგრამ მე მოაზროვნე ხალხის ამბავი მაკვირვებს”

12 მაისს, მახათას მთაზე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის გახსნისას, პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის სიტყვით გამოსვლასთან დაკავშირებულ  აჟიოტაჟს ჟურნალისტი ანი კიკნაძე “ფეისბუქის” პირად გვერდზე ეხმაურება:

“ეს ინტერვიუ, რომელიც ე.წ. სქრინზეა აღბეჭდილი, მამუკა ბახტაძის გამოსვლიდან (რომელმაც ფანტაზია ამუმოძრავა ან აღმოაჩენინა საკუთარ თავში ერის ნაწილს) რამდენიმე წუთშია ჩაწერილი. სამწუხაროდ ვერ მოვჭერი ის მომენტი, ტექნიკურად ახლა არ შემიძლია. გადაახვიეთ, და ნახავთ. აბსოლუტურად გამართულად საუბრობს და ძალიან უხერხული ვითარება, რომელიც შეიქმნა ცუდია. მამუკა ბახტაძის დამცველად არ გამოვდგები და უფრო მეტიც, მის თაყვანისმცემელთა რიგებში კიდევ ათჯერ რომ იყოს პრემიერ-მინისტრი, მაინც არ ვიქნები. უბრალოდ არც უსამართლობა მიყვარს და არც ტყუილები. ხოდა ასეა. ფხიზელი იყო ეს კაცი მახათაზე და შემთხვევით თუ გამიზნულად თავის მართლებაც მოუხდა და აგერ ხალხს კიდევ არ სჯერა.

ის ხალხი, მიშას გადატრიალებული თვალების “გაპრავებას” ამ ამბით რომ ცდილობს ისედაც ფსკერია, მაგრამ მე მოაზროვნე ხალხის ამბავი მაკვირვებს. გადაამოწმეთ თქვენ კაი ხალხო… გადაამოწმეთ“, – წერს ანი კიკნაძე სოციალურ ქსელში.