"ტერორით, სიკვდილით, წამებით, გაუპატიურებით მართე ქვეყანა 9 წლის მანძილზე", - ამის შესახენ განცხადებას ბუტა რობაქიძის დედა ია მეტრეველი აკეთებს, რითაც საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხელ სააკაშვილს მიმართავს.
"სააკაშვილო, შენ მსოფლიო მატყუარა და მასხარა, რა თქმა უნდა, შენს ტყუილებს, არც ვკითხულობ და არც ვისმენ მაგრამ ამ შემთხვევაში, არ შემიძლია არ გიპასუხო. ჯერ ერთი, სწორედ შენ გაეცი ბრძანება იმისა, რომ პოლიციელებს, ადგილზე, უაპელაციოდ, გამოძიებისა და სასამართლოს გარეშე დაეხვრიტად ხალხი ქუჩებში, იმისთვის რომ შიში დაგემკვიდრებინა ქვეყანაში, რათა ტერორით და ძალადობით გემართა ქვეყანა. სწორედ ასეც გააკეთე - ტერორით, სიკვდილით, წამებით, გაუპატიურებით მართე ქვეყანა 9 წლის მანძილზე.
თუმცა, ვერ მანიც დაგვიმორჩილე და დაგამარცხეთ. მეორეც ერთი, ჩემთვის ან გამცემლიძის დედიდისთვის ან ვაზაგაშვილის დედისთვის, ან გირგვლიანის დედისთვის და ასე შემდეგ, სამწუხაროდ, ვრცელი სია დაგვიტოვე შენს მიერ გაუბედურებული ადამიანებისა. რა შეღავათი, ამერიკაშიც ხდება ასეთი შემთხვევებიო რომ ამბობ. შენს შვილზე თუ ილაპარაკებდი ასე ადვილად ნეტავ? წყეულიმც იყავ! სააკაშვილო, წყეულიმც იყავ! დარწმუნებული ვარ, უფალი მწარედ მოგთხოვს პასუხს, ამდენ სისხლზე და აუცილებლად მოიმკი იმას, რაც დათესე. არ შეგრჩება ჩემი, უმანკო, პატარა ბიჭის სიკვდილი, ისევე როგორც, არ შეგრჩება სხვა დანარჩენი ახალგაზრდების გაუბედურება. ფლორიდაში სასახლეების ყიდვა ვერ გიშველის", - წერს ფეისბუქზე ია მეტრეველი.
სააკაშვილის თქმით ამერიკაში ბუტა რობაქიძის მსგავსი ისტორიები ამერიკაში ძალიან ხშირად ხდება.