მაია მიმინოშვილი გადამზადება-ტრენინგების მიმართულებით მუშაობს

მაია მიმინოშვილი გადამზადება-ტრენინგების მიმართულებით მუშაობს

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, პარტიაში დასაქმებული მაია მიმინოშვილი მათი წევრების გადამზადება-ტრენინგის მიმართულებით მუშაობს.

რაც შეეხება კადრების შერჩევას, როგორც მდინარაძემ განაცხადა, კადრების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას პარტიის პოლიტსაბჭო იღებს.

„შერჩევის პროცესთან დაკავშირებით შეიძლება გარკვეული შეხვედრები გაიმართოს, გარკვეული რეკომენდაცია გაუწიოს დატრენინგებულ პირს, თუმცა საბოლოო ჯამში გადაწყვეტილებას პოლიტსაბჭო ღებულობს. ქალბატონი მაია არის პროფესიონალი, კარგი კადრი და წლების განმავლობაში მისი საქმიანობა ყოველმხრივ ძალიან პოზიტიურად იყო შეფასებული. დღეს ის მონაწილეობას იღებს პარტიის საქმიანობაში, გადამზადება-ტრენინგებში", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი მუშაობას პარტია „ქართულ ოცნებაში" განაგრძობს.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ მაია მიმინოშვილი პარტიაში ახალი სახეების შერჩევის საკითხს კურირებს. მიმინოშვილი პარტიაში უკვე ერთი თვეა მუშაობს.