ლიეტუვის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში შიმონიტე და ნაუსედა შეხვდებიან

ლიეტუვის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში შიმონიტე და ნაუსედა შეხვდებიან

ლიეტუვის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ერთმანეთს ეკონომისტი გიტანას ნაუსედა და ფინანსთა ყოფილი მინისტრი ინგრიდა შიმონიტეა შეხვდებიან ერთმანეთს. ამის შესახებ ლიეტუვის ცენტრალური საარჩევნო კომისია აცხადებს.

წინასწარი მონაცემებით, ექსმინისტრს ხმათა 30,95% აქვს, ხოლო ლიეტუვური ბანკის, SEB-ის პრეზიდენტის ყოფილ მრჩეველს, გიტანას ნაუსედას - 30,94%.

მოქმედმა პრემიერმინისტრმა ამ დროისთვის ხმათა 19,85% დააგროვა.

ლიეტუვაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 26 მაისს გაიმართება.